წალენჯიხა – ტერენტობა 2023
დღეს, წალენჯიხაში ტერენტობის სახალხო დღესასწაულის ფარგლებში სხვადასხვა სახის ღონისძიებები გაიმართა.
წალენჯიხის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძარში ტ.გრანელის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი აღევლინა.
ტერენტის სახლ-მუზეუმის ეზოში ტ. გრანელის „რეპროდუქცია ლითონში“ (ავტ: ბესო ხუბუიტია) გაიხსნა.
გრანელის ძეგლი გვირგვინით შეიმკო და სტუმრებმა აქვე რეზო ადამიას ნახატების გამოფენა დაათვალიერეს.
გოგი კალანდიას სახელობის ცენტრალურ მოედანზე ადგილობრივ მეწარმეთა პროდუქტების, ხალხური რეწვისა და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა.
საზეიმოდ გაიხსნა გაზეთ ,”ეგრისის” ვარსკვლავი.
ღონისძიების ფარგლებში წალენჯიხის განვითარებაში შეტანილი და ტერენტი გრანელის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისათვის, მერის მოადგილემ თამარ ბელქანიამ დაჯილდოვა მოქალაქეები:
- მომავლის ბიჭის, ნიკოს დედა, იზა ომაძე
- პეტრე კოლხი
- რაულ ჯახია
- მამუკა ხაზარაძე
- ბროლისა ლუკავა
- გვანჯი მანია
- გიორგი ბუნდოვანი
- ოლეგი სალია
- ეკა გოზალიშვილი
- ლუარა სორდია
- თორნიკე აფაქიძე
- გოგოლა მესხია
- ელიზბარ უბილავა
- სერგო წურწუმია
- ლერი ალიმონაკი
თამარ ბელქანიას განმარტებით, ტრადიციას საფუძველი ჩაეყარა და ყოველი წლის წალენჯიხა-ტერენტობის დღესასწაულზე დაჯილდოვდებიან წალენჯიხის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის სხვადასხვა პროფესიის ადამიანები.
ნიკო კვარაცხელიას დედამ კი, სპეციალური სტიპენდიით დააჯილდოვა წალენჯიხელი წარჩინებული სტუდენტი ანა შელია.
ასევე, კონცერტი ღია ცის ქვეშ (ადგილობრივი შემოქმედებითი კოლექტივებისა და იზოლდა ფიფიას მონაწილეობით) მიმდნარეობდა.
ნიკოლოზ შენგელაიას სახელობის კინო-თეატრის დარბაზში კი, ნაჩვენებ იქნა დოკუმენტური ფილმი “სხვა მანტია აცვია მას”, მონო სპექტაკლი „ტერენტი გრანელი“ (ავტ. პეტრე კოლხის მონაწილეობით). აგრეთვე ნაჩვენებ იქნა ქოროეოგრაფიული კომპოზიცია.
ამ დღესასწაულის ფარგლებში ქალაქის ცენტრში მოეწყო ფერების ფესტივალი და მოძრაობის თეატრის მსვლელობა.
ადმინისტრაციულმა ერთეულებმა წარმოადგინეს შემოდგომის დღესასწაული.