წალენჯიხაში ბავშვთა აუტისტური აბილიტაცია-რეაბილიტაციის ცენტრი გაიხსნა
ერთად დავამსხვრიოთ სტერეოტიპები.
2 აპრილი აუტიზმის ცნობადობის ამაღლების დღეა.
პირველად წალენჯიხის ისტორიაში, აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვთა აბილიტაცია- რეაბილიტაციის ცენტრი გაიხსნა. სადაც ბავშვები უფასო თერაპიის კურსებს გაივლიან.
ბავშვებს თერაპიის კურსებს გამოცდილი სპეციალისტები ჩაუტარებენ.
ამ ეტაპზე 20-მდე ბენეფიციარი დარეგისტრირდა.
აღნიშნული ცენტრი სრულად მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ფინანსდება.
აბილიტაცია-რეაბილიტაციის ცენტრი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისადაა კეთილმოწყობილი და ყველა საჭირო პირობებია შექმნილი ბენეფიციარების სპეცკურსების გასავლელად.
დღევანდელ დღეს ასევე წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიასა და საქართველოს უნივერსიტეტის მიერ დაფუძნებულ შპს მენტალური ჯანმრთელობის ცენტრ-მედენს ჯირჯიასთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმის ფარგლებში აღნიშნული ორგანიზაცია ბავშვთა მხარდაჭერის პროგრამის განხორციელების პროცესში უზრუნველყოფს აუცილებელი რესურსების მოზიდვას და თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ტრენინგებისა და პრაქტიკული კურსების ჩატარებას.
წალენჯიხის ბავშვთა აუტისტური აბილიტაცია-რეაბილიტაციის ცენტრს, საქართველოს უნივერსიტეტისგან საჩუქრები გადაეცა.
დღევანდელ ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს უნივერსიტეტის ,შპს მენტალური ცენტრის წარმომადგენლები,პოლიტიკოსები,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები,მერიის სხვადასხვა სამსახურის წარმომადგენლები და სხვა პირები.