წალენჯიხაში, “დემოკრატიის ფესტივალი” DemFest-მიმდინარეობს
წალენჯიხაში, “დემოკრატიის ფესტივალი” DemFest-მიმდინარეობს,რომელიც ინოვაციური ფესტივალია და მისი მთავარი იდეა დემოკრატიისა და მისი სულისკვეთების აღნიშვნაა.
ფესტივალი ხელს უწყობს საზოგადოებრივ ჯგუფებს შორის დიალოგს და სამოქალაქო და პოლიტიკური ჩართულობის გაძლიერებას.
ღონისძიება ოფიციალურად წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ხარჩილავამ გახსნა.
ფესტივალზე წარმოდგენილია ადგილობრივი მცირე და საშუალო მეწარმეების და ხელოვანების ნამუშევრები.
სხვადასხვა ოპოზიციური პარტიები ერთ სივრცეში არიან შეკრებილი. ოპოზიციონერები მოსახლეობას ხვდებიან და არჩევნების მნიშვნელობაზე ესაუბრებიან.
საღამოს კი ჯგუფი “გამოუვალი მდგომარეობა” დაასრულებს.