წალენჯიხაში ე.წ “ჭკვიანი კამერები” განთავსდება
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის, 10 ლოკაციაზე, საავტომობილო სიჩქარის მზომი „ჭკვიანი“ კამერები განთავსდება.
“თაიმერის” ექსკლუზიური ინფორმაციით, ე.წ. “ჭკვიანი კამერები”, თითქმის ყველგან დამონტაჟდება, სადაც ინტენსიური საავტომობილო მოძრაობაა, განსაკუთრებით კი საზოგადოებრივი ტრანსპორტით დატვირთულ მონაკვეთებში.
ჩვენთვის, ასევე ცნობილი გახდა, რომ კამერები ცენტრალურ მოედნებსა და ქუჩებშიც განთავსდება.