წალენჯიხაში შინმოუსვლელთა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს
ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა, ქალაქ ჯვარში, მელიტონ ქანთარიას საფლავი და ლიას ადმინისტრაციულ ერთეულში არსებული შინმოუსვლელთა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.
აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მეორე მსოფლიო ომის ერთადერთ ვეტერანს 95 წლის ვარვარა ბონდარენკო-ბელიაევას, მერია ერთჯერადად 200 ლარით დაეხმარა. მანამდე კი წალენჯიხის მერმა გიორგი ხარჩილავამ პირადად მოინახულა ქალბატონი ვარვარა. დიდხანს სიცოცხლე, ჯანმრთელობა და გმირობისთვის დიდი მადლობას გადაუხადა.
“ყოველ ისტორიულ მოვლენას თავის სიმბოლო აქვს. ამ მხრივ გამონაკლისი, არც მეორე მსოფლიო ომია, რომელსაც საბჭოთა კავშირში დიდ სამამულო ომს ეძახნდნენ. ვინმეს მოსწონს თუ არა, ფაქტია, რომ მეორე მსოფლიო ომის სიმბოლო ორი ახალგაზრდა, სერჟანტი – მელიტონ ქანთარია და მიხეილ ეგოროვი გახდა”,-განაცხადა წალენჯიხის მერის მოადგილემ, თამარ ბელქანიამ.
როგორც ბელქანია ამბობს, ჯვარში ბერლინის კედლის ნამსხვრევი ინახება, რაც იმ კედლის სიმბოლოა, რომელიც ერებს ჰყოფს.
„ბერლინის კედლის ეს ნამსხვრევი იმის სიმბოლო და მანიშნებელია, რომ ნებისმირი უსამართლო კედელი აუცილებლად დაინგრევა”, – აღნიშნავს ბელქანია.
დღევანდელ ღონისძიებას ახალი თაობის წარმომადგენელები ესწრებოდნენ. მათ ჰქონდათ, როგორც საქართველოს, ასევე, უკრაინის სახელმწიფო დროშაც. შეხევდარზე აღინიშნა, რომ უკრაინის გამარჯვება ძალიან მნიშვენელოვანია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის.
“ჩვენ დღეს პატივს მივაგებთ იმ გმირებს, წალენჯიხიდან და ჯვარიდან, ვინც თავი შესწირა ორი სახელმწიფოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლას. ეს არის უკრაინის და საქართველოს სახელმწიფოები”.