წალენჯიხაში “სოფლის მხარდაჭერის” პროგრამა დაიწყო
წალენჯიხაში „სოფლის მხარდაჭერის“ პროგრამა დაიწყო. შერჩეულია 150-მდე პროექტი, რომელიც ცენტრალური ბიუჯეტიდან 644 ათასი ლარი იქნა გამოყოფილი, ადგილობრივი ბიუჯეტიდან კი 56 ათას ლარამდე. პროგრამით ფინანსდება შიდა სასოფლო გზები, მოეწყობა გარე- განათებები და სკვერები, მინი მოედნები და სასმელი წყლის სისტემები.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ხარჩილავამ და მერის პირველმა მოაგილე ივანე ბურდულმა “სოფლის მხარდაჭერის” პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელ სამუშაოებთან დაკავშირებით მერის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს.
პროექტების მიმდინარეობისას, როგორც წალენჯიხის მერმა გიორგი ხარჩილავამ აღნიშნა, განხორციელდება ყოველდღიური მონიტორინგი, რათა მოხდეს ყველა პროექტის ხარისხიანი შესრულება.