წალენჯიხის მერი გიორგი ხარჩილავა სამეგრელოს ტურისტული ორგანიზაცია DMO-ს ხელმძღვანელ პირებს შეხვდა
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ხარჩილავა სამეგრელოს ტურისტული ორგანიზაცია DMO-ს ხელმძღვანელ პირებს ზვიად ქარჩავას და თეა საჯაიას შეხვდა,შეხვედრას ასევე მერის პირველი მოადგილე ივანე ბურდული,მერის მოადგილე თამარ ბელქანია, ქალაქ ჯვარის,ჯგალისა ჩვალერის ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მთავარი თემა-ინწირას ხეობის კონცეფციის შექმნაა.აღინიშნა,რომ ასევე პრიორიტეტს ტობავარჩხილისკენ მიმავალი ტუისტული მარშრუტის დაგეგმვა წარმოადგენს.
ისაუბრეს სამოქმედო გეგმებზე,ტურიზმის აღდგენასა და მხარეებს შორის კოორდინაციასა და თანამშრომლობაზე, ინწრასთან ერთად განიხილეს ასევე მუჟავას ხეობების ტურიზმის დაგეგმარებაც.
საბოლოოდ შედგა შეთანხმება, რომ შეიქმნას ტურისტული განვითარების კონცეფცია ინწირას ხეობასთან დაკავშირებით.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის გიორგი ხარჩილავას თქმით,მუნიციპალიტეტის ერთერთ პრიორიტეტს ტურიზმის განვითარება წარმოადგენს.
წალენჯიხის მერი გიორგი ხარჩილავა სამეგრელოს ტურისტული ორგანიზაცია DMO-ს ხელმძღვანელ პირებს შეხვდა