წალენჯიხის მერია მუშაობას საგანგებო რეჟიმში განაგრძობს
უხვი ნალექისა და დაბალი ტემპერატურის გამო შექმნილი პრობლემების გათვალისწინებით, წალენჯიხის მერია მუშაობას საგანგებო რეჟიმში განაგრძობს.
წალენჯიხის მერის მოვალეობის შემსრულებლის ვანო ბურდულის ცნობით, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, სპეციალური ტექნიკა 24-საათიან რეჟიმში მუშაობს, იწმინდება გზები.
ბურდულის განცხადებით, ტრანსპორტი ყველა მიმართულებით გადაადგილდება, თუმცა, ინტენსიური თოვის გამო, გარკვეულ მონაკვეთებზე შეფერხებებია