წალენჯიხის მუნიციპალიტეტი უკრაინიდან დევნილ ოჯახს დახმარების ხელს კიდევ ერთხელ გაუწვდენს
დღეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერს გიორგი ხარჩილავას უკრაინიდან დევნილი ოჯახი, ცოლ-ქმარი ტეტიანა და თემურაზ ფიფიები ესტუმრნენ.
ოჯახი ორი წელია საკუთარ სოფელს დაუბრუნდა და სოფელ ობუჯში ცხოვრობს.მათ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია შეძლებისდაგვარად ყოველთვის უწევს დახმარების ხელს და დღესაც მუნიციპალიტეტის მერმა მათ დახმარება აღუთქვა.