წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს სხდომა
დღეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს სხდომა გაიმართა.
საბჭომ განიხილა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები:
1. გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება.
2. სხვადასხვა
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო უერთდება ,,ვარდისფერი ოქტომბერი“ – ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო თვის კამპანიას, რომლის ფარგლებში ჩაატარებს საინფორმაციო შეხვედრებს სხვადასხვა სფეროში დასაქმებულ ქალბატონებთან, რათა ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს ინფორმაცია დაავადების დროული აღმოჩენისა და მკურნალობის შესახებ. ასევე გეგმავს პრევენციის მიზნით ქალბატონების წაყვანას ზუგდიდის სკრინინგ ცენტრში.
საბჭოს წევრებმა დღევანდელ სხდომაზე ისაუბრეს ძუძუს კიბოს მკურნალობისა და დიაგნოსტიკის ხელმისაწვდომობაზე და პაციენტთა მიმართ სოლიდარობის გამოხატვის აუცილებლობაზე.
საზოგადოების ცნობიერების ამაღლებასა და სიმპტომების დროულად აღმოჩენის მნიშვნელობაზე ისაუბრა გენდერული საბჭოს წევრმა თამარ ბელქანიამ, მან აღნიშნა, რომ „კიბო განაჩენი არაა“, დრეული დიაგნოსტიკა ზრდის წარმატებული მკურნალობის შანსებს.