წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ხარჩილავა მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ხარჩილავა მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს.
ამჯერად მუნიციპალიტეტის მერი ქალაქ წალენჯიხის ზღვაიას დასახლებაში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა და მათ პრობლემებს ადგილზე გაეცნო.
გიორგი ხარჩილავამ მოსახლეობის მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა და მათ მნიშვნელოვან პროექტებზე ესაუბრა.
გიორგი ხარჩილავამ მუნიციპალიტეტის მასშტაბით მიმდინარე სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტები განიხილა და ამავდროულად ზღვაიას დასახლებაში მიმდინარე წყალგაყვანილობის საკითხებზე გაამახვილა ყურადღება.
ზღვაიას დასახლებაში ამ ეტაპზე ჭაბურღილი მოეწყო და დაქსელვის სამუშაოები მიმდინარეობს.
აღნიშნული პროექტის დასრულების შემდეგ , მოსახლეობის წლობით არსებული პრობლემა აღმოიფხვრება.
გიორგი ხარჩილავამ მოსახლეობასთან ევროპის სამშვიდობო ფონდების მიერ დაფინანსებულ პროექტებზე ისაუბრა, მათ შორის წყალმომარაგების მხრივ გამოყოფილ თანხებზე და სხვა მნიშვნელოვან სიკეთეებზე.
შეხვედრა დიალოგის რეჟიმში წარიმართა და
მერმა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზეც გაამახვილა ყურადღება.