წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ხარჩილავა ობუჯის მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ხარჩილავა ობუჯის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ჯაღირაში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა და მათ საგზაო ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ინფორმაცია გააცნო.
“ვიმყოფებით ობუჯში, ჯაღირაში.
მთისპირა სოფლებს ტრადიციულად უგზოობის პრობლემა აქვს და ჩვენ შევძელით ამ პრობლემის გადაჭრის საწყება.
საქმე ეხება ორნახევარი კილომეტრ სიგრძის გზის მონაკვეთს. ასევე,გზაზე სამანქანე ხიდი დაზიანებულია და მისი აღდგენითი სამუშაოები აუცილებელი. ხიდის მშენებლობის სამუშაოები 20 დღეში დაიწყება,პარალელურ რეჟიმში კი გზის რეაბილიტაცია და საბოლოო ჯამში სოფელი მიიღებს გამართულ საგზაო ინფრასტრუქტურას.
ხიდის მშენებლობამდე ასევე დღის წესრიგში დადგა შემოვლითი გზის, ნაკიფუ-ჯაღირას მიმართულებით აღდგენა.
მუნიციპალიტეტის მერია კომპლექსურად მუშაობს რათა, მოსახლეობას არ შეექმნას დისკომფორტი საგზაო სამუშაოების განხორციელებისას.
მთლიანობაში ეს სოფელი მიიღებს გადაადგილებისთვის ნიაღვარსაწინააღმდეგო არხებით გამართულ საგზაო ინფრასტრუქტურას.
გარდა ამისა, სოფელში ხორციელდება სტიქიის სალიკვიდაციო ფარგლებში რამდენიმე პროექტი,ასევე განხორციელდება სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში პროექტები და შეიძლება ითქვას, რომ ამ სოფლის ინფრასტრუქტურა წარმატებით ვითარდება”.-აღნიშნა გიორგი ხარჩილავამ.