წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის,გიორგი ხარჩილავას უპრეცენდეტო პროექტი პირველკლასელთა კვებით უზრუნველყოფის პროგრამა გრძელდება
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის,გიორგი ხარჩილავას უპრეცენდეტო პროექტი პირველკლასელთა კვებით უზრუნველყოფის პროგრამა გრძელდება.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ხარჩილავამ დღეს პირველკლასელთა მშობლებს უფასო კვების ბარათები გადასცა.
მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნებათ, სკოლაში ყოფნისას, საკვები შეიძინონ.
ბარათებზე დაწესებული შეზღუდვების მიხედვით, მათი გამოყენება ონლაინ შესყიდვებისა და ბანკომატების საშუალებით შეუძლებელი იქნება. ბარათებზე შეზღუდვები, გარკვეული რისკებისთვის თავის არიდების მიზნით დაწესდა.
ბარათზე დარიცხული იქნება დღეში 4 ლარი, კვირის განმავლობაში 20 ლარიანი ლიმიტით . წელს საჯარო სკოლებში 290 პირველკლასელი დარეგისტრირდა.