წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ხარჩილავამ მერის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ხარჩილავამ მერის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
სამუშაო შეხვედრას მერის მოადგილე თამარ ბელქანია, ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის მ/შ ალბერტ ჭანია,ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსი გელა სალია და ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მ/შ ჯემალ კვარაცხელია ესწრებოდნენ.
თათბირზე განიხილეს ადმინისტრაციულ ერთეულებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები როგორც სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში,ასევე სტიქიის სალიკვიდაციო პროგრამის ფარგლებში.
გელა სალიამ და ჯემალ კვარაცხელიამ დეტალურად ისაუბრეს ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობასა და შესრულების ხარისხზე.