წალენჯიხის მუნიციპალიტეტში გამთენიიდან ინტენსიურად თოვს
➡️წალენჯიხის მუნიციპალიტეტში გამთენიიდან ინტენსიურად თოვს, უხვი ნალექის გამო მობილიზებულია ტექნიკა , იწმინდება ცენტრალური საავტომობილო და ადმინისტრაციულ ერთეულებთან დამაკავშირებელი გზები.
➡️როგორც წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ვანო ბურდული აცხადებს, თოვლის საფარისგან ცენტრალური და სოფლებთან მისასვლელი გზები ინტენსიურად იწმინდება.
ელექტროენერგია და ბუნებრივი აირი მუნიციპალიტეტს უწყვეტად მიეწოდება.