წარმატებულ იუვენტუსელებს ქომაგებმა წალენჯიხის მთავარ მოედანზე საზეიმო დახვედრა მოუწყვეს
წარმატებულ იუვენტუსელებს ქომაგებმა წალენჯიხის მთავარ მოედანზე საზეიმო დახვედრა მოუწყვეს.
⚽⚫80 ქვეყანას შორის წალენჯიხის იუვენტუსის ბავშვთა ფეხბურთის აკადემიის აღსაზრდელები მეექვსე ადგილზე არიან.
ტურნირის გოლიადორი გახდა ვაჩე დავითაია, რომელმაც მეტოქის კარში 8 გოლის გატანა შეძლო .
იუვენტუსელებმა ჩემპიონატში დაამარცხეს ლონდონი, ლოსანჯელესი, პოლონეთი და შვეიცარია. იუვენტუსელები ოქროს ბადეში მოხვდნენ.
ჩვენი წარმატებული ბიჭები:
ოთო ღვინჯილია;
რეზიკო შონია;
გიორგი ლუკავა;
სანდრო ქარდავა;
თემურ ლაშხია;
გიორგი თოლორდავა;
ნიკოლოზ ლემონჯავა;
ვაჩე დავითაია;
გაბრიელ დარსალია;
ნიკოლოზ შელია.
გუნდის მთავარი მწვრთნელი ირაკლი ღაღანიძე გახლავთ.
ვულოცავთ ნორჩ იუვენტუსელებს წარმატებებს და ვუსურვებთ კვლავაც გამარჯვებებს.