(USAID) ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში, დღეს წალენჯიხაში, პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში, დღეს წალენჯიხაში, პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტი პროგრამის მეორე წლის პარტნიორად შეირჩა.
შეხვედრის ფარგლებში,პროგრამის წარმომადგენლებს ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელი პირები, მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ივანე ბურდული, მერის მოადგილე თამარ ბელქანია და საკრებულოს თავმჯდომარე კორნელი სალია შეხვდნენ.
აღნიშნულ შეხვედრას მხოლოდ პარტია “ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს “წევრები არ ესწრებოდნენ.
სამუშაო შეხვედრის ფარგლებში სტუმრებმა ისაუბრეს წალენჯიხასთან მჭიდრო თანამშრომლობის საკითხებზე. ოპოზიციური მუნიციპალიტეტის განვითარების სტრატეგიაზე, უფლებების ადვოკატირებაზე.
შეხვედრა დიალოგის რეჟიმში წარიმართა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ისაუბრეს მუნიციპალიტეტის საჭიროებებზე, გააცნეს ისეთი სოციალური პროექტები რომელიც პირველად ამოქმედდა მუნიციპალიტეტში, მათ შორის: პირველ კლასელთა კვებითი უზრუნველყოფისა და ბავშვთა რეაბილიტაცია-აბილიტაციის ცენტრის ამოქმედების საკითხები.
შეხვედრის ფარგლებში, გუნდმა წარადგინა USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ძირითადი მიმართულებები, განიხილეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჭიროებები და გამოწვევები. მოახდინეს იდენტიფიცირება იმ პრიორიტეტული სფეროების, სადაც პროგრამას შეუძლია მხარდაჭერა მუნიციპალური მმართველობის სისტემების გაუმჯობესებისა და მოქალაქეთა საჭიროებებზე მორგებული საჯარო სერვისების მიწოდების უზრუნველსაყოფად.
ამუშაო შეხვედრა ასევე გაგრძელდა თვითმმართველობის სხდომათა დარბაზში, რომელსაც საკრებულოს წევრები, სხვადასხვა სამსახურების წარმომადგენლები და არასამეწარმეო იურიდიული პირებიც ესწრებოდნენ.
განიხილეს მოქალაქეთა ჩართულობის არსებული და ახალი ინსტრუმენტების გაძლიერებისა და დანერგვის შესაძლებლობები.
წარმოდგენილიქნა პრეზენტაცია ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ძირითად მიზნებთან დაკავშირებით.
უნდა არინიშნოს, რომ USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამა ხუთწლიანი ინიციატივაა, რომელიც აერთიანებს ცენტრალური ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს, რათა იმუშაონ სამოქალაქო საზოგადოებასთან და კერძო სექტორთან საქართველოს დეცენტრალიზაციის სტრატეგიის მიზნების მისაღწევად.
პროგრამა მუშაობს ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე, ანგარიშვალდებულების გაძლიერების მიმართულებით და მხარს უჭერს შესაბამის ცენტრალურ სახელმწიფო უწყებებს, დეცენტრალიზაციის და საჯარო მმართველობის რეფორმის განხორციელებაში.
პროგრამის საშუალებით, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო მხარს უჭერს წალენჯიხის მუნიციპალიტეტს და ასევე უზრუნველყოფს დამატებითი მუნიციპალიტეტების ჩართვას სასწავლო, გამოცდილების გაზიარების და ინფორმაციის გაცვლა-გავრცელების აქტივობებში.