USAID- ძლიერი სოფლის პროგრამის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა
USAID ძლიერი სოფლის ფარგლებში,ტურიზმის განვითარებასთან დაკავშირებით, დღეს მთავარი ბიბლიოთეკის დარბაზში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას უძღვებოდნენ არჩილ ლეჟავა – USAID-ის ძლიერი სოფლის პროგრამის ტურიზმის სექტორის განვითარების მენეჯერი; თეკლა გურგენიძე – USAID-ის ძლიერი სოფლის პროგრამის ბაზარზე წვდომის სპეციალისტი და ელენე ლომიძე- USAID-ის ძლიერი სოფლის პროგრამის ორგანიზაციათა შესაძლებლობის განვითარების სპეციალისტი.
შეხვდრას წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამარ ბელქანია, მერის წარმომადგენლები ადმინისტრაციული ერთეულების მიხედვით ,სხვადასხვა სამსახურების წარმომადგენლები და კერძო-საოჯახო სასტუმროების მფლობელი მეწარმე-ფერმერები ესწრებოდნენ.
განიხილეს მუნიციპალიტეტის უნიკალური ასპექტები, რომლითაც შესაძლებელია ტურისტების მოზიდვა, როგორ შეგვიძლია გამოვიყენოთ ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა ან უნიკალური ტრადიციები.
შეხვედრა დიალოგის რეჟიმში წარიმართა. ისაუბრეს ფესტივალებისა და სხვდასხვა ღონისძიებების ორგანიზებასა და წარმოჩენაზე.
როგორც აღინიშნა, USAID ძლიერი სოფლის პროგრამის ფარგლებში, რეგიონებში პრიორიტეტების შეჯერების შემდგომ გამოცხადდება საგრანტო კონკურსი ტურისტული პროექტების დაფინანსებასთან დაკავშირებით.