2026 წლის სოციალური პროგრამების ჩამონათვალი
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის პროგრამების ჩამონათვალი:
- ონკოლოგიურ პაციენტთა მაღალტექნოლოგიური სამედიცინო კვლევების დაფინანსება;
- მხედველობის მკვეთრად გამოხატული შშმ (უსინათლო) პოირთა ფინანსური მხარდაჭერა;
- 0-18 წლამდე ასაკის, დიაბეტით დაავადებული ბავშვიანი ოჯახების ფინანსური მხარდაჭერა;
- უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში მყოფი, მიუსაფარი, უსახლკაროდ დარჩენილ მარტოხელა შშმ პირებისთვის ბინის ქირით უზრუნველყოფა.
- ჯანმრთელობის ცვლილებით გამოწვეული საყოველთაო დაზღვევით დაფინანსებული პაციენტების სტაციონარული მომსახურების თანადაფინანსება.
- ფსიქიკურ ავადმყოფთა ყოველთვიური ფინანსური მხარდაჭერა.
- თირკმლის დიალიზზე მყოფი პაციენტების ტრანსპორტირების ფინანსური უზრუნველყოფა.
- მუდმივად ან /და სისტემატურად მკურნალობის საჭიროების მქონე იშვიათი დაავადებებით შეპყრობილ პირთა ფინანსური მხარდაჭერა.
- აუტიზმის სპექტრის აშლილობის (ასა) მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის მხარდაჭერა.
- 0-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვთა ამბულატორიული მაღალტექნოლოგიური კვლევების დაფინანსება.
- ბავშვთა აბილიტაცია/რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამაში მონაწილე ბენეფიციართა ტრანსპორტირების ფინანსური უზრუნველყოფა.
- მოქალაქეთა ერთჯერადი ფულადი დახმარება.
- ახალშობილთა ოჯახების ერთჯერადი ფულადი დახმარება.
- საზეიმო და ღირსშესანიშნავ დღეებთან დაკავშირებით ფულადი ან არაფულადი ( მატერიალური) დახმარება.
- მრავალშვილიანი ოჯახების არასრულწლოვან შვილთა ყოველთვიური ფულადი დახმარება.
- შშმ პირთა და მოვლის საჭიროების მქონე ავადმყოფთა ფინანსური მხარდაჭერა.
- დედ-მამით ობოლ ბავშვთა ყოველთვიური ფულადი დახმარება.
- ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ხელშეწყობის პროგრამა.
- ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა ფინანსური მხარდაჭერა.
- სტაციონარული მკურნალობის შემდგომ ბინაზე, კომატოზურ მდგომარეობაში მყოფი პაციენტების ოჯახების, ყოველთვიური ფინანსური მხარდაჭერა.
- დიდი სამამულო ომის მონაწილე მოქალაქეთა ფინანსური მხარდაჭერის პროგრამა.
- წარჩინებულ სტუდენტთა სწავლის საფასურის თანადაფინანსება.
- სოციალურად დაუცველთა ბინით უზრუნველყოფა.
- სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების ფინანსური მხარდაჭერა.
- სარიტუალო მომსახურება.
- სოციალურად დაუცველი მოსახლეობის კვებითი უზრუნველყოფის პროგრამა.