1. მამანტი ძაძამია – დაიბადა 1940 წლის 29 მაისს წალენჯიხის რაიონის სოფელ ეწერში.
მამანტი ძაძამიამ წარჩინებით დაამთავრა: 1958 წელს კალისტრატე ნესტორის ძე შეროზიას სახელობის წალენჯიხის საშუალო სკოლა, 1965 წელს საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტის სუბტროპიკული ფაკულტეტი, 1984 წელს საქართველოს სახალხო მეურნეობის ეკონომიკის მართვის ინსტიტუტი, 1989 წელს საქართველოს სოფლის მეურნეობის ეკონომიკის მართვის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ასპირანტურა.
მამანტი ძაძამიას მამა ბესარიონი ავტოკატასტროფაში გარდაიცვალა 1958 წელს, რის გამოც, მამანტის უმაღლესში სწავლა მოუწია დაუსწრებლად, საზოგადოებრივ შრომით საქმიანობასთან შეთავსებით.
2. ნიკოლოზ ანთიძე – საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი
3. რეზო შონია – პედაგოგი
4. მურმან ქარდავა – კულტურის მუშაკი
5. ლერი ალიმონაკი – ქართველი კრიტიკოსი და მწერალი.
6. ჯულიეტა როგავა – გაზეთ “ეგრისი”-ს რედაქტორი
7. ვალერი ჭანტურია
8. მელორ ზარქუა
9. ტარიელ ჯანჯღავა
10. გვანჯი მანია – ჟურნალისტი
11. გოგოლა მესხია – კულტურის მუშაკი
12. შახი ლატარია
13. მურთაზ ციმინტია – ლოტბარი
წალენჯიხის განვითარებაში შეტანილი და ტერენტი გრანელის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისათვის, დაჯილდოვდნენ მოქალაქეები:
- მომავლის ბიჭის, ნიკოს დედა, იზა ომაძე;
- პეტრე კოლხი;
- რაულ ჯახია;
- მამუკა ხაზარაძე;
- ბროლისა ლუკავა;
- გვანჯი მანია;
- გიორგი ბუნდოვანი;
- ოლეგი სალია;
- ეკა გოზალიშვილი;
- ლუარა სორდია;
- თორნიკე აფაქიძე;
- გოგოლა მესხია;
- ელიზბარ უბილავა;
- სერგო წურწუმია;
- ლერი ალიმონაკი.
- ვალერი კვარაცხელია – ექიმი, სახელმწიფო მოღვაწე, დიპლომატი, საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი და ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე, ჯილდო გადაეცა საქართველოს საგარეო სამსახურსა და ჯანდაცვის სფეროში მრავალწლიანი ნაყოფიერი მოღვაწეობისათვის.
- რევაზ ლუკავა – მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ნეიროქირურგი.
- ბექა დავითულიანი – თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, მეათე მოწვევის პარლამენტის წევრი და კულტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე. მისი ინიციატივითა და მხარდაჭერით მიმდინარეობს წალენჯიხის ერთერთი უმთავრესი სულიერი საუნჯის მაცხოვრის ფერისცვალების ტაძრის რეკონსტრუქციის პროექტირება, რასაც ტაძრის ადგენა მოჰყვება.
- ომიზა უბილავა – დაჯილოვდა მედიცინის სფეროში გაწეული მრავალწლიანი ნაყოფიერი მოღვაწეობისთვის, ადამიანის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის გადასარჩენად გაწეული თავდაუზოგავი შრომისთვის, ქალაქ ჯვარში ენგურჰესის საავადმყოფოში 50 წლიანი ღვაწლისთვის.
- ლუარა კვარაცხელია – დაჯილდოვდა მრავალწლიანი მოღვაწეობისთვის საგანამანათლებლო სისტემის განვთარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, წლების განმავლობაში წალენჯიხის მეთოდური კაბინეტისა და პედაგოგთა ფროფკავშირის ღირსეული წინამძღოლობისთვის.
- ასმათ შანავა – დაჯილდოვდა ქართული კულტურის პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ჩეხეთში ქალაქ კარლოვი-ვარში გამართული ქართული ფესტივალების ორგანიზების, მათში წალენჯიხელი ახალგაზრდული ჯგუფების მონაწილეობის ხელშეწყობისა და ქველმოქმედებისთვის.
- ჟენია მალიუტა – დაჯილდოვდა მრავალწლიანი ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის, მაღალი ოსტატობისთვის, სილამაზის სფეროში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და წალენჯიხის მოსახლეობის წინაშე დამსახურებისთვის.
- შოთა ჯანჯღავა – დაჯილდოვდა აქტიური საზოგადოებრივი საქმიანობისთვის. მის მიერ ბიზნეს სექტორში მიღწეული წარმატებები და მშობლიური მხარისადმი უსაზღვრო სიყვარული, უამრავი სასიკეთო წამოწყების საფუძველია. მის სახელს უკავშირდება სოფელ საჩინოს, ნაგურუს უბანში წმინდა გიორგის სახელობის სამონასტრო კომპლექსის მშენებლობა.
- აბესალომ გულორდავა – დაჯილდოვდა ქველმოქმედებისთვის, ეკლესიისა და მრევლისადმი გაწეული უდიდესი ამაგისა და სოფელ ობუჯში მთავარანგელოზთა სახელობის ტაძრის მშენებლობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, რომელმაც ტერენტი გრანელის ორიგინალი პორტრეტი შეიძინა და საჩუქრად გენიალური პოეტის სახლ-მუზეუმს გადასცა.
- ბესარიონ ჯოლოხავა – დაჯილდოვდა ქველმოქმედებისთვის, ეკლესიისა და მრევლისადმი გაწეული უდიდესი ამაგისა და ლეჯოლოხეს ეკლესიის მშენებლობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის.
- გონერ სალია – ჩაის საწარმო „ლაზის“ დირექტორი, საზოგადოება წალენჯიხის წევრი, ქველმოქმედი, ჯილდო დაჯილდოვდა მუნიციპალიტეტში მეჩაიეობის დარგის შენარჩუნებისთვის, ქართული ჩაის განვითარებასა და პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ