ცხელი ხაზი 599 647050

გამოჩენილი წალენჯიხელები

კალისტრატე სალია დაიბადა 1901 წლის 28 აგვისტოს ს.ჯგალის ერთ–ერთ უბანში ლარა მედანში.1921 წელს მიემგზავრება უცხოეთში და ირიცხება ბერლინის უნივერსიტეტთან არსებულ გერმანული ენის ინსტიტუტში, შემდგომ ქალაქ ჰალეს ,,ანდერზაალეს“ უნივერსიტეტში და ამთავრებს მას,1924 წელს გადადის საფრანგეთში და იწყებს მუშაობას პარიზის გაზეთ ,,კალილიენის“რედაქტორად, აქ ღებულობს ჰუმანიტარული დარგის ლიცენზიანტის ხარისხს. 1927 წელს ნინოსთან(მეუღლე)ერთად აარსებს სამეცნიერო ლიტერატურულ ჟურნალს ,,ბედი ქართლისა“. 1983 წელს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიამ თავის უცხოელ საპატიო წევრად აირჩია.

მისი ნამუშევრებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია ,,ქართველი ერის ისტორია“, მას არ გაუწყვეტია კავშირი სამშობლოსთან, ბევრი ნაშრომი მიუძღვნა მას და საერღთოდ კავკასიას,წერილებს წერდა ძმას და ძმისშვილ ოლეგის,გარდაცვალების შემდეგ მისი ნეშთი საქართველოში გადმოასვენეს და დაკრძალეს მშობლიურ სოფლის ლარა მედანის მიწაზე.

 

ეგნატე ფიფია დაიბადა 1901 წელს ჯვარში, 1921 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 1940–50 წლებში მუშაობდა სანჰიგიენური ფაკულტეტების ჰოსპიტალური ქირურგიის კლინიკის გამგედ. 1941 წელს მიენიჭა პროფესორის წოდება, 1946–53 წლებში იყო ხელმძღვანელი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ექსპერიმენტული კლინიკური, ქირურგიისა და ჰომატოლოგიის განყოფილების. 1950 წლიდან იყო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტის ქირურგიული ფაკულტეტის გამგე. 1955 წელს მიენიჭა მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის წოდება (დაუსრულებელია)

 

 

 

 

ტარას კვარაცხელია დაიბადა 1889 წელს ს. ნაკიფუში,1907 წელს ჩაირიცხა უმანის მიწათმოქმედების და მებაღეობის სასწავლებელში და დაამთავრა 1911 წელს, სწავლა გააგრძელა პეტერბურგის სასოფლო სამეურნეო უმაღლეს სასწავლებელში.1914–16 წლებში ხელმძღვანელობს სოხუმის სასოფლო სამეურნეო საზოგადოების ილორის საცდელ ნაკვეთს..1925 წლიდან სოხუმის სასოფლო სამეურნეო საცდელი სადგურის დირექტორია, მან დიდი შრომა ჩადო საქართველოში სუპტროპიკული კულტურის განვითარების საქმეში, გამოქვეყნებული აქვს 120– მდე მეცნიერული ნაშრომი, იყო მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი.

 

 

 

 

 

 

 

ტერენტი გრანელი (კვირკველია) დაიბადა 1901 წლის 25 ნოემბერს წალენჯიხაში, 20იან წლებში ქართულ პოეზიაში ცნობილია ,,წალენჯიხელის“ ფსევდონიმით,1919 წლის ოქტომბრიდან ის ,,გრანელის“ ფსევდონიმით გამოდის, ,,მე ვწერ ამ სტრიქონებს ქარიან ღამეში, როდესაც წვიმის წვეთები ეცემიან მინას და როცა სიშორეზე ტირის როიალი.

მე ახლა მაგონდება ჩემი ცხოვრების ქარიშხლიანი დღეები და სინანულის ჟრუანტელი მივლის.

თან მიხარია, რომ ვარ ტერენტი გრანელი.

ტერენტი გრანელი გარდაიცვალა 1934 წლის 10 ოქტომბერს,დაკრძალეს პეტრე პავლეს სასაფლაოზე,1987 წელს მისი ნეშტი გადაასვენეს დიდუბის პანთეონში,21 საუკუნის დასაწყისში ცნობილი გახდა რომ ის ხატავდა (გრაფიკა). მას არ უცხოვრია ჩვეულებრივი ადამიანის ცხოვრებით,მას სჯეროდა რომ დრო მოვიდოდა მისი გაგების.

 

 

 

ლეო შენგელაია (ქიაჩელი) 1884–1963 .წ. კლასიკოსი წერალი დაიბადა 19.021884 წელს, სოფელ ობუჯში აზნაურის ოჯახში . პირველი მოთხრობა ლ.მიხაძის ფევდონიმით 1909 წელს გამოაქვეყნა. პირველი რომანი ,,ტარიელ გოლუა“1916 წელს დაწერა შვეიცარიაში,ემიგრაციაში ყოფნისას.მომდენ რომანი ,,სისხლი“(1926–27წ.წ) ასახავს რეაქციის ხანას საქართველოში. 30–იანი წლების ქართული სოფლის ცხოვრება ქიაჩელმა ასახა რომანში ,გვადი ბიგა“(1936–37წ.წ.), რის გამოც მას 1941 წელს სახელმწიფო პრემია მიენიჭა. მწერლის რომანები; ,,ტარიელ გოლუა“, ,,გვად ბიგვა“ და მთის კაცი ითარგმნა მსოფლიოს 12ენაზე. ქიაჩელს ეკუთვნის ნოველები; თავადის ასული ,,მაია“(1927წ.),,,ჰაკი აძბა“(1933წ.). მწერალმა დაწერა კინოსცენარი ფილმისთვის ,,ნარინჯის ველი“,მისი ნაწარმოების მიხედვით გადაიღეს ფილმები; ,,ტარიელ გოლუა“, ,,თავადის ასული მაია“ და ,,გვადი ბიგვა“.

ლეო ქიაჩელი გარდაიცვალა 1963 წ. 25 დეკემბერს, დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში. მოამზადა;ვ.ძაძამიამ.

 

 

 

 

 

 

 

ნიკოლოზ შენგელაია (1903–1943) კინორეჟისორი. დაბადა (8.08.1903 წ.წ.)სოფელობუჯში, სწავლობდა ქუთაისის გიმნაზიაში (1911–19წ.წ.).1919წ.სწავლა გაადრძელა თბილისის სახ. უნივერსიტეტში ფიზიკა მატემატიკის ფაკულტეტზე. 1922 წელს შეუდგალიტერატუულ მოღვაწეობას, 1925 წეს კოტე მარჯანიშვილმა ნ. შენგელაია მიიწვია თავის კინოსტუდიაში ,1927 წ. ნ. შენელაია იღეს ფილმს ,,გიული“ ის დამდგმელი რეჟისორია ფილმების; ,,ელისო“(1928წ.). ,,26 კომისარი(1933წ.),ნარინჯის ველი”(1937წ.), ,,სამშობლო“(1939წ.), ,,შავ მთებში“(1941წ.), ,,ის კიდევ დაბრუნდება“(1943წ.).1941წელს მიიღო სტალინის პრემია, იყო ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე,საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს დეპუტატი.

ნ.შენგელია გარდაიცვალა 4.01.1943 წელს, დაკრთალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში. მოამზადა; ვ. ძაძამიამ.

 

შოთა მესხია (1916–1972) ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. დაიბადა 27.04.1916წ. სოფელ ობუჯში. 1933–37 წ.წ. შ. მესხია თბილისის სახ. უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტტზე სწავლობს, 1942 წ. 15 დეკემბერს შ. მესხიამ დაიცვა დისერტაცია თემაზე; ,,ხელოსნობა ძველ საქართველოში V-XII სს–ში“. მიენიჭა ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატს ხარისხი. 1955 წელს მოსკოვში დაიცვა დისერტაცია თემაზე; ,,ფეოდალური საქართველოს ქალაქები და საქალაქო წყობილება“.მიენიჭა სტორიის დოქტორის წოდება. 1957 წელს მიენიჭა პროფესორის წოდება. 1967 წეს იენიჭა მენიერების დამსახურებლი მოღვაის წოდება,იმავე წელს აირჩეს მეცნიერბათა აკადემიის წევრ კორესპოდენტად. ლექციებს კითხულობა შილერის სახელობის იენის უნივერსიტეტში

შ. მესხია გარდაიცვალა 1972 წელს დაკრძალულა ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის ანტეონში.

 

 

ოლია კაკაჩია (სოსელია),(1905–1995წ.წ.) ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. დაიბადა სოფელ ობუჯში. ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი. 1944 წელს თემაზე; ,,არგვეთის სათავადოების ისტრიიდან“(,,საწერეთლო“)

 

გამოჩენილი წალენჯიხელების სია

#სახელი და გვარიმოღვაწეობის სფერო
1ტერენტი გრანელიპოეტი.
2ლეო ქიაჩელიმწერალი.
3ეგნატე ფიფიააკადემიკოსი, ქირურგი
4კალისტრატე სალიაქართველოლოგი საზ. მოღვაწე.
5ვახტანგ ფიფიააკადემიის წევრ. კორესპოდენტი.
6შოთა მესხიაისტორიის მეც. დოქტორი, პროფესორი.აკად. წევრ კორესპოდნტი.
7გური თვალთვაძეფიზიკა–მათემატიკის მეც. დოქტორი, პროფეორი.
8იუზა უბილავასახელმ. და საზოგადო მოღვაწე.
9იური მოლაშხიამედიცინის მეც. დოქტორი, პროფესორი წარდგ. იყო ნობელის პრემიაზე.
10ბიძინა ხუბუტიამედიცინის დოქტორი, პროფესორი.
11თორნიკე ფიფიასახლმწიფო და საზოგადო მოღვაწე.
12ნუგზარ საჯაიასახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე.
13გოგა ფიფიაექიმი პროფესორი.
14ტარას კვარაცხელიასელექციონერ, აკადემიკოსი.
15ფეოდოს თვალთვაძეპედაგოგი.
16ვლადიმერ უბილავაპოეტი.
17შოთა აკობიაპოეტი.
18ნიკოლოზ შენგელიასაზოგადო მოღვაწე.
19ელდარ შენგელაიარეჟისორი.
20გიორგი შენგელაიასაზოგადო მოღვაწე.
21აკაკი ჭანტურიამკვლევარი, საზოგადო მოღავაწე.
22იაკობი (იაკო)შანავა მეცენატი.
23მამანტი ძაძამიაენათმეცნიერი, პროფესორი.
24გიორგი (გუგე)ცანავა ექიმი, საზოგადო მოღვაწე.
25ვალერი ანდროსძე ჭანტურია საზოგადო მოღვაწე.
26რინოს კვარაცხელიაპოეტი.
27ლადო ჭანტურიაპროფესორი.
28კლიმენტი შელიაისტოტიის მეცნიერებათა დოქტორი,პროფესორი.
29რევაზ გოგოხიაეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი.
30ვიქტორ გუჩუაისტორიის მეცნიერებათა დოქტორი.
31ამირან გოგოხიამედიცინის მეცნიერებათა დოქტორი.
32ომარი ფურთუხიამატემატიკის მეცნიერებათა დოქტორი.
33გვანჯი მანიამათემატიკს მეცნიერებათა დოქტორი.
34თეოფანე კვარაცხელიასოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი.
35ილარიონ კვარაცხელიაგეოგრაფი, პოფესორი.
36გივი მოლაშხიაჟურნალისტი, საზოგადო მოღვაწე.
37ივანე ქობალიაისტორიკოსი, პოფესორი.
38ბორის გერგედავაგეოგრფიის მეცნიერებათა დოქტორი.
39რეზო გოგოხიაეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი.
40გია მოლაშხიაეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი
41რევაზ სალიაფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი
42ტიტე კვარაცხელიამათემატიკის მეც. დოქორი.
43ილარიონ აკობიამედიცინის მეცნიერებათა დოქტორი.
44აკაკი ციმინტიაფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი.
45ტარას ცხადაიამათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
46ვალერიანე ჭანიაპროფესორი.
47ოლია კაკაჩია(სოსელია) ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
48დავით ქებურიაფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი,პროფესორი.
49ნოდარ მებონიაფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
50ჯემალ მებონიაფიზიკა–მათემატკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
51იაკობ(იაშა) მესხიაეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
52მარგო ფონიავაბიოლოგი, პროფესორი.
53დანიელ ფიფიაპოეტი.
54ვახტანგი ხარჩილავაპოეტი,მწერალი.
55რამინ საჯაიაპოეტი.
56ლანა მზარელუაგეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
57ლევან მატუამეცენატი.
58ელგუჯა მარღიაპოეტი.
59კოკა შანავასაერთაშორისო დიდოსტატი (ჭადრაკი)
60ანზორ კვარაცხელიატექ.მეცნიერებათა დოქტორი.
61შოთა ფიფიაჟურნალისტი, საზოგადო მოღვაწე.
62თამაზ ფიფიაპუბლიცისტი, მწერალი.
63დათო მორგოშიასპორტს ოსტატი (ჭიდაობა).
64გიორგი წურუმიასპორტის ოსტატი, ოიმპიადის პრიზიორი.(კლ.ჭიდაობა)
65ელიზბარ უბილავამწრალი.
66გუჩა კვარაცხელიაპროფესორი.
67სერგო ჟვანიაკომპოზტორი.
68ჭიჭიკო გვაჯავამეცენატი.
69კოტე ჩიქობავაფილოსოფიის მეცნიერებათა კანდიდატი.
70თომა ხარჩილავამათემატიკოსი პროფესორი.
71ჯემალ ხარჩილავაპროფესორი.
72გივი თვალთვაძემედიცინის მეცნიერებათა კადიდატი.
73საშა თვალთვაძეპოლიტიკური მოღვაწე.
74ამირან შენგელიამათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი
75სერგო წურწუმიაპოეტი.
76ლია ანთიაპოეტი.
77კალისტრატე სამუშიასაზოგადო მოღვაწე.
78გუძია კაკაჩიამოჭიდავე.
79დარეჯან თვალთვაძეპროფესორი.
80დიმიტრი სამუშიასაზოგადო მოღვაწე.
81კირილე პაჭკორიალოტბარი.
82კოლია კაკაჩიალოტბარი.
83მიტროფანე შელიალოტბარი.
84ვალოდია სალიალოტბარი.
85არიანე ჭანურიაპროფესორი.
86გრამიტონ კვარაცხელიაპროფესორი.
87ილარიონ კვარაცხელიაპროფესორი.
88ვალერი ქირიაპროფესორი,
89კოტე ჩიქობავაფილოსოფოსი საზოგადო მოღვაწე
90გურამ ფიფიამეცნიერებათა აკადემიის დოქტორი.
91რევაზ ლუკავამედიცინის მეცნიერებათა დოქტორი.
92ლელა ქარდავამედიცინის მეცნიერებათა დოქტორი
93დემნა შენგელია,მწერალი, ჟრნალისტი
94თორნიკე აფაქიძეტექ.მეცნიერებათა დოქტორი.
95ბორის კვარაცხელიასაზოგადო მოღვაწე.
96ვაჟა კვარაცხელიასაზოგადო მოღვაწე.
97ელგუგა ბელქანიაფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი,პროფესორი.
98პაატა ცხადაიაფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

 

Facebook
Twitter
LinkedIn

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასახლებებში პროექტების შერჩევის მიზნით შეხვედრები 13 თებერვლიდან იწყება

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასახლებებში პროექტების შერჩევის მიზნით შეხვედრები 13 თებერვლიდან იწყება. სოფლის მხარდაჭერის პროგრამა ითვალისწინებს შემდეგი სახის პროექტებს: • სასმელი წყლის სისტემები (მათ შორის ჭაბურღილები, წყალსადენები, სათავე ნაგებობები, გამწმენდი

გაგრძელება »

ეწვიე წალენჯიხას

მანძილი თბილისამდე – 350 კმ.
მანძილი ზუგდიდამდე – 22 კმ.
უახლოესი საპორტო ქალაქი – ფოთი- მანძილი 60 კმ.
უახლოესი აეროპორტი – კოპიტნარი- მანძილი 90 კმ.
უახლოესი რკინიგზის სადგური – ზუგდიდის- მანძილი 22 კმ.