ცხელი ხაზი 599 647050

სიმბოლიკა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გერბი — წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სახელმწიფო სიმბოლო დროშასთან ერთად დამტკიცებულია წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ.

 

გერბის ფარის ლაჟვარდის ველი წმინდა ანდრიას ვერცხლის ჯვრით გაყოფილია 4 ველად.
პირველ ნაწილზე — გამოსახულია ოქროს საწმისი. ფარის ცენტრში მოთავსებულია მცირე ფარი. მცირე ფარის მეწამული ველი ვერცხლის სამი ტალღოვანი სარტყელით გაყოფილია ორ ველად. მცირე ფარის პირველ ველზე მოთავსებულია ოქროს გვირგვინი, მეორე ველზე ოქროს ციხე-სიმაგრე ღია კარიბჭით.
გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი — სამკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი (ციხე-სიმაგრის ფორმის) ნახევრად ღია კარიბჭით.
ფარს ქვემოთ მოთავსებულია გერბის დევიზის ვერცხლ-ლაჟვარდოვანი ბაფთა, რომლის ვერცხლის ველზე შავად ჩაწერილია გერბის დევიზი – „წალენჯიხა“.

 

 

 

 

 

 

 

 

წალენჯიხის დროშის ლაჟვარდის ველზე ცენტრში მოთავსებულია წალენჯიხის გერბის მცირე ფარი – მეწამულ ველს გადაკვეთავს ტალღოვანი სამი ვერცხლის სარტყელი, სარტყლის ზემოთ მოთავსებულია ოქროს ხუთქიმიანი გვირგვინი, ქვევით ქონგურებიანი ოქროს ციხე-სიმაგრე ორი კოშკითა და ნახევრად ღია ჭიშკრით. წალენჯიხის დროშის პროპორცია არის 2:3.

Facebook
Twitter
LinkedIn

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასახლებებში პროექტების შერჩევის მიზნით შეხვედრები 13 თებერვლიდან იწყება

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასახლებებში პროექტების შერჩევის მიზნით შეხვედრები 13 თებერვლიდან იწყება. სოფლის მხარდაჭერის პროგრამა ითვალისწინებს შემდეგი სახის პროექტებს: • სასმელი წყლის სისტემები (მათ შორის ჭაბურღილები, წყალსადენები, სათავე ნაგებობები, გამწმენდი

გაგრძელება »

ეწვიე წალენჯიხას

მანძილი თბილისამდე – 350 კმ.
მანძილი ზუგდიდამდე – 22 კმ.
უახლოესი საპორტო ქალაქი – ფოთი- მანძილი 60 კმ.
უახლოესი აეროპორტი – კოპიტნარი- მანძილი 90 კმ.
უახლოესი რკინიგზის სადგური – ზუგდიდის- მანძილი 22 კმ.