ცხელი ხაზი 599 647050

ენგურის თაღოვანი კაშხალი ვიზიტორებს სრულიად ახალ თავგადასავალს სთავაზობს

ენგურის თაღოვანი კაშხალი ვიზიტორებს სრულიად ახალ თავგადასავალს სთავაზობს.
15 ივლისიდან ენგურჰესის ტურისტულ ზონას ოფიციალურად ახალი ატრაქცია- ზიპლაინი შეემატება, რომელიც შემეცნებით ტურებს კიდევ უფრო მრავალფეროვანსა და ექსტრემალურს გახდის.
​ოფიციალურ გახსნამდე რამდენიმე დღით ადრე, შემეცნებითი ტურის ფარგლებში დღეს,წალენჯიხის,ჩხოროწყუს,ხობისა და მარტვილის მუნიციპალიტეტები ღებულობდნენ მონაწილეობას.
შემეცნებითი ტურის ფარგლებში სტუმრებმა დაათვალიერეს კაშხლის სანახაობები და გაეცნენ ობიექტის საინჟინრო ისტორიას.
ტურის დასკვნითი ნაწილი დაეთმო ზიპლაინს,რომელიც ვიზიტორებმა პირადად გამოსცადეს და ენგურის ხეობის ხედები სხვა რაკურსიდან შეაფასეს.
​ სათავგადასავლო ატრაქციონი თავისი პარამეტრებით გამორჩეულია: მისი სიმაღლე 320 მეტრს შეადგენს, ხოლო საერთო სიგრძე 600 მეტრია.
პროექტი მიზნად ისახავს ენგურის ხეობის ტურისტული პოტენციალის გაზრდას, ადგილობრივი და საერთაშორისო მოგზაურების მოზიდვასა და რეგიონში რეკრეაციული სივრცეების განვითარებას.
​„ენგური-ატრაქცია“ სტუმრებს უკვე ელოდება და მზად არის უსაფრთხოების ყველა საერთაშორისო სტანდარტის დაცვით ექსტრემის მოყვარულებს უმასპინძლოს.
აგვისტო 2026
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 

მსგავსი ჩანაწერები

ნაკიფუს ადმინისტრაციულ ერთეულში წმინდა ილია მართლის სახელობის ეკლესია აშენდება

ნაკიფუს ადმინისტრაციულ ერთეულში წმინდა ილია მართლის სახელობის ეკლესია აშენდება. ​მშენებარე ტაძრის საძირკველი ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე გერასიმემ აკურთხა.

გაგრძელება

ქვიშის ფრენბურთის ღია პირველობა საჩინოს ადმინისტრაციულ ერთეულში

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჩინოს ადმინისტრაციული ერთეულის მინი სტადიონზე ქვიშის ფრენბურთის ღია პირველობა ჩატარდა. სპორტულმა ღონისძიებამ დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა ქალაქისა და მუნიციპალიტეტის

გაგრძელება

წალენჯიხის ცენტრალურ სტადიონზე სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება

სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის ხელშეწყობის მიზნით, წალენჯიხის ცენტრალურ სტადიონზე სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება. სამუშაოების ფარგლებში უკვე

გაგრძელება