სამუშაო საათები: ორშ – პარ: 09:00 – 18:00

ცხელი ხაზი 599 64 70 50

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგების შეჯამება

სტიქიის შედეგების შეჯამება:
როგორც ცნობილია წალენჯიხის მუნიციპალიტეტში მთელი ღამის განმავლობაში სტიქია მძვინვარებდა, რამაც გამოიწვია საცხოვრებელი სახლების დაზიანება, ელექტროენერგიისა და გზებზე მოძრაობის შეზღუდვა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მერიის შესაბამისი სამსახურები, ქალაქ წალენჯიხისა და ქალაქ ჯვარის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახურები , სამაშველო სამსახურები და ენერგო-პრო ჯორჯიას ტექნიკური ჯგუფები კოორდინირებულად მუშაობდნენ.რის შედეგადაც გზებზე მოძრაობა არ შეფერხებულა. მოსახლეობასთან კომუნიკაცია აქტიურად მიმდინარეობდა.

სტიქიის ადგილზე მთელი დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ მერიის შესაბამისი სამსახურები, სტიქიის შემსწავლელი კომისიის წევრები, მერის წარმომადგენელები ადმინისტრაციულ ერთეულებში , სამეგრელო- ზემო სვანეთის მხარის რწმუნებულის ადმინისტრაციის, რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსთან ნუგზარ გაბელიასთან ერთად კოორდინირებული მუშაობით მოსახლეობის ზარალს ადგილზე ეცნობოდნენ.
სტიქიის კომისიის მიერ შესწავლილი ინფორმაციით,წალენჯიხის მუნიციპალიტეტში 151 საცხოვრებელი სახლი დაზიანდა.
მათ შორის:
წალენჯიხა-21;
ქ. ჯვარი-3;
ობუჯი-7;
ნაკიფუ-13;
მიქავა-12;
ჯგალი-20;
მედანი-5;
ჩქვალერი-3;
საჩინო-9;
ეწერი-11;
ლია-11;
მუჟავა-4;
ჭალე_19;
ფახულანი- 13.

ამ დროისთვის დაზარალებულ მოსახლეობას დროებით გადასახური მასალა-ტენტი მოსახლეობის უმეტეს ნაწილს დაურიგდა, ნაწილს კი ურიგდება.
მოსახლეობას ასევე შესაბამისი დახმარებები გაეწევა .

ვრცლად

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს დროებით გადასახური მასალა-ტენტი ურიგდებათ

მერიის შესაბამისი სამსახურები ადმინისტრაციული ერთეულების ყველა უბანში არსებულ მდგომარეობას ადგილზე ეცნობიან.

სტიქიის სალიკვიდაციო ფარგლებში სპეციალური კომისია სწავლობს ზარალის ოდენობას,რათა მოსახლეობამ შესაბამისი დახმარება მიიღოს.

მოსახლეობას აქტიურ დახმარებას უწევენ ქალაქ წალენჯიხისა და ქალაქ ჯვარის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახურის ტექნიკური ჯგუფები.

შეგახსენებთ, რომ ძლიერი ქარის შედეგად (გრიგალი) ,წალენჯიხის მუნიციპალიტეტში პრობლემები შეიქმნა. ქარმა ხეები მოგლიჯა, დაზიანდა 150-მდე საცხოვრებელი სახლი. ელექტრო ენერგია არ მიეწოდებოდა მოსახლეობის ნაწილს და მოგლეჯილმა ხეებმა ჩახერგა საავტომობილო გზები.

ვრცლად
შეხვედრა ლიის ადმინისტრაციულ ერთეულში

შეხვედრა ლიის ადმინისტრაციულ ერთეულში

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში შეხვედრები 6 თებერვალს ლიის ადმინისტრაციულ ერთეულში გაიმართა.

შეხვედრისას მოსახლეობამ უბნების მიხედვით, მათთვის მნიშვნელოვანი პრიორიტეტები დაასახელა.

წელს, ამ პროგრამის ფარგლებში პალურის მოსახლეობამ პრიორიტეტად სანიაღვრე არხების მოწყობა და საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია დაასახელა.

ლიის მოსახლეობამ გადაწყვიტა მე-5 ქუჩაზე ბეტონის საფარის დაგება, წისქვილის რეაბილიტაცია, ჭაბურღილის მოწყობა,წყლის მილების შეძენა, სასმელი წყლის პრობლემის მოგვარება და ცხაურების მოწყობა განახორციელოს.

ზედა ლიის მცხოვრებლებმა მთავარ პრიორიტეტად მიიჩნიეს წყლის ავზის რეაბილიტაცია, გარე-განათების მოწყობა, წისქვილის რეაბილიტაცია,
და საბავშვო ბაღისათვის ეზოს სათამაშო მოწყობილობის შეძენა.

მახარიას უბნის მცხოვრებლებმა კი, პროგრამის ფარგლებში , გარე – განათებისა და ჭაბურღილის მოწყობა დაასახელეს.

ლიის ადმინისტრაციულ ერთეულში მოსახლეობასთან შეხვედრები გამართეს ლიის მაჟორიტარმა დეპუტატამა ბესიკ ფარცვანიამ, მერის წარმომადგენელმა ლიის ადმინისტრაციულ ერთეულში ფრიდონ უბილავამ და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის, ურბანიზაციისა და ინფრასტრუქტურის განვითარების განყოფილების უფროსმა გია შელიამ და მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებმა.

ვრცლად
შეხვედრა ჯგალში 1

შეხვედრები ჯგალისა და მედანის ადმინისტრაციულ ერთეულებში

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში შეხვედრები გრძელდება.

პროგრამის ფარგლებში, დღეს 2 თებერვალს, შეხვედრა ჯგალისა და მედანის ადმინისტრაციულ ერთეულებში გაიმართა.

უბნების მიხედვით,მოსახლეობამ პრიორიტეტები დაასახელა. მათ შორის:

ჯგალში-ლეთკანთი მოსახლეობამ პრიორიტეტად შეარჩია შიდა საუბნო გზის მოხრეშვა-მოწესრიგება და სანიაღვრე არხების მოწყობა;

სქურის ტერიტორიაზე სასმელი წყლის სისტემების მოწყობა, ლეჩანგელიეში გარე-განათებები და ჯგალში სასაფლაოს ტერიტორიის შემოღობვა;

ლეხარჩილეში გზაზე ბეტონის საფარის დაგება,შიდა საუბნო გზის მოხრეშვა-მოწესრიგება და გარე-განათებების მოწყობა;

ლეკაკულეში სასაფლაოსთან მისასვლელი გზის მოხრეშვა-მოწესრიგება;

ლესალეში სასმელი წყლის სისტემების სრული რეაბილიტაცია;

მედანის ადმინისტრაციულ ერთეულში-ლეფიფიეს უბანში გზის მოწესრიგება, სანიაღვრე არხების მოწყობა.

კაცარას უბანში გარე-განათებების მოწყობა;

ლარას უბანში პრიორიტეტად მოსაცდელის მშენებლობა და გარე-განათებების მოწყობა დასახელდა.

მოსახლეობასთან შეხვედრებს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლები,საკრებულოს წევრები და მერიის სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

ვრცლად
nakifu1

შეხვედრა ნაკიფუს ადმინისტრაციულ ერთეულში

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში შეხვედრები აქტიურად მიმდინარეობს.

პროგრამის ფარგლებში, დღეს 1 თებერვალს, შეხვედრა ნაკიფუს ადმინისტრაციულ ერთეულში გაიმართა.

უბნების მიხედვით,მოსახლეობამ პრიორიტეტები დაასახელა. მათ შორის:

ზედა-ქვედა ლეჟას უბანში პრიორიტეტად შიდა საუბნო გზების მოხრეშვა და სანიაღვრე არხების მოწყობა დასახელდა.

ნაკიფუში-გარე-განათებების მოწყობა, წისქვილის მშენებლობა, შიდა-საუბნო გზების მოხრეშვა,ნაკიფუ-სამოლაშხიოს ტერიტორიაზე წისქვილის რეაბილიტაცია, გზების მოხრეშვა და გარე-განათებების მოწყობა დასახელდა.

ულურია-ქვედა ულურიაში წისქვილის რეაბილიტაცია და საუბნო გზის მოხრეშვა-მოწესრიგება დასახელდა .

ზედა ულურიის მოსახლეობამ შიდა საუბნო გზის მოხრეშვა-მოწესრიგება,წყალსაწრეტი არხისა და გარე-განათებევის მოწყობა დაასახელა.

მოსახლეობამ შეხვედრებზე პრიორიტეტები ხმათა უმრავლესობით დაასახელა.

მოსახლეობასთან შეხვედრა-კონსულტაციებს მერის წარმომადგენელი ნაკიფუს ადმინისტრაციულ ერთეულში ხვიჩა ლუკავა, ნაკიფუ-მიქავას მაჟორიტარი დეპუტატი რომან კვარაცხელია და მერიის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის ურბანიზაციისა და ინფრასტრუქტურის განვითარების განყოფილების უფროსი გია შელია ესწრებოდნენ.

მოსახლეობასთან შეხვედრა კონსულტაციების დასრულების შემდეგ,პრიორიტეტები დასამტკიცებლად მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარედგინება.

ვრცლად
Skip to content