სამუშაო საათები: ორშ – პარ: 09:00 – 18:00

ცხელი ხაზი 599 64 70 50

სტიქია1

სტიქიის შედეგები წალენჯიხაში

ძლიერმა ქარმა წალენჯიხის მუნიციპალიტეტში პროებლემები შექმნა, დააზიანა ელექტროგადამცემი კაბელები, დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, ზარალის ოდენობას სპეციალური კომისია სწავლობს.
ამ დროისათვის არსებული მონაცემებით, 15-მდე საცხოვრებელი სახლი დაზიანდა.ელექტროენერგიის კი მიწოდება აღდგენილია.

ვრცლად
დემოკრატიის ინსტიტუტის წარმომადგენლები1

სადამკვირვებლო მისიის გრძელვადიანი წარმომადგენლები სამუშაო ვიზიტის ფარგლებში წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეს თამარ ბელქანიას შეხვდნენ

დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის ოფისის ეუთოს სადამკვირვებლო მისიის გრძელვადიანი წარმომადგენელი ინგო ბუტნერი და საბინ დვინგერი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეს თამარ ბელქანიას შეხვდნენ .
✅შეხვედრის მიზანი წინასაარჩევნოდ წალენჯიხაში შექმნილი ვითარების გაცნობა იყო.
🔷მისიის წარმომადგენლებს დაინტერესდნენ თუ რა რისკები არსებობს საიმისოდ, რომ მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა მოქალაქეებმა არჩევნებში საკუთარი პოლიტიკური ნება თავისუფლად ვერ გამოხატონ. მითუმეტეს საუბარია ერთადერთ ოპოზიციურ თვითმმართველობაზე. ასევე, დაინტერესდნენ როგორ ჩაიარა წინა არჩევნებმა, რა ტიპის სამართლებრივი დარღვევები იყო და რა ბერკეტები არსებობს საიმისოდ,რომ მსგავსი არ განმეორდეს და არჩევნები ვერ გაყალბდეს.
მათ დეტალურად ისაუბრეს მისიის მნიშვნელობაზე. დაინტერესდნენ თუ რამდენად ექნება შესაძლებლობა ყველა პარტიას თავისუფლად შეხვდნენ ამომრჩეველს.
🔷მისიის წარმომადგენლებმა მზაობა გამოთქვეს ნებისმიერი პარტიის მოქალაქეებთან შეხვედრას დაესწრონ და გაეცნონ თითოეული პარტიის როგორც ლიდერებს,ასევე მათი მუშაობის პრინციპებს.
🔷შეხვედრა დიალოგის რეჟიმში გაიმართა და აღინიშნა, რომ ისინი ორი თვის განმავლობაში წალენჯიხის მუნიციპალიტეტში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს აქტიურად დააკვირდებიან.

ვრცლად
მემორანდუმი1

წალენჯიხის ფუტსალის გუნდი უმაღლეს ლიგაში კვლავაც იასპარეზებს

⚽წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიას, საქართველოს უნივერსიტეტს, წალენჯიხა UG( საქართველოს უნივერსიტეტის ფუტსალის ნაკრები) ფუტსალის ნაკრებსა და მამუკა ხაზარაძეს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რის საფუძველზეც, წალენჯიხის ფუტსალის გუნდი უმაღლეს ლიგაში კვლავაც იასპარეზებს .

⚽მემორანდუმი მიზნად ისახავს წალენჯიხის მუნიციპალიტეტისა და საქართველოს უნივერსიტეტის ფუტსალის გუნდების გაერთიანებას და ეროვნულ ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში ერთობლივ მონაწილეობას.

წალენჯიხის ფუტსალი ხელს უწყობს წალენჯიხელ ახალგაზრდებში სპორტის პოპულარიზაციასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას.

ვრცლად
წიგნის პრეზენტაცია

ახალი ალბომის- ” წალენჯიხა-ფერისცვალების ტაძარი” პრეზენტაცია

დღეს, წალენჯიხის ნიკოლოზ შენგელაიას სახელობის კინოთეატრის დარბაზში, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამარ ბელქანიამ და გამომცემლობა არტანუჯის წარმომადგენელმა,პოეტმა ზვიად კვარაცხელიამ ახალი ალბომის- ” წალენჯიხა-ფერისცვალების ტაძარი” პრეზენტაცია გამართეს.
📚წიგნში მოიცავს ისტორიას შუა საუკუნეების წალენჯიხის ფერისცვალების საკათედრო ტაძრის ისტორიულ ამბებს.
უხვად ილუსტრირებული ორენოვანი ალბომი წალენჯიხის ეკლესიისა და მისი ფრესკების შესახებ განკუთვნილია საქართველოს ისტორიითა და კულტურით დაინტერესებული ფართო საზოგადოებისათვის.
ფოტოგრაფი გახლავთ – ზაქარია ჭელიძე;
ტექსტის ავტორი – ნელი ჩაკვეტაძე;
დიზაინერი – ვიოლა ტუღუში;
📚აღნიშნული წიგნი ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტის მეუფე გერასიმეს (შარაშენიძე) ლოცვა-კურთხევითა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის გიორგი ხარჩილავასა და მერის მოადგილის თამარ ბელქანიას ინიციატივით დაიბეჭდა.

ვრცლად
პირველკლასელთა კვება1

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის,გიორგი ხარჩილავას უპრეცენდეტო პროექტი პირველკლასელთა კვებით უზრუნველყოფის პროგრამა გრძელდება

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის,გიორგი ხარჩილავას უპრეცენდეტო პროექტი პირველკლასელთა კვებით უზრუნველყოფის პროგრამა გრძელდება.

🔷წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ხარჩილავამ დღეს პირველკლასელთა მშობლებს უფასო კვების ბარათები გადასცა.

მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნებათ, სკოლაში ყოფნისას, საკვები შეიძინონ.

ბარათებზე დაწესებული შეზღუდვების მიხედვით, მათი გამოყენება ონლაინ შესყიდვებისა და ბანკომატების საშუალებით შეუძლებელი იქნება. ბარათებზე შეზღუდვები, გარკვეული რისკებისთვის თავის არიდების მიზნით დაწესდა.

🔷ბარათზე დარიცხული იქნება დღეში 4 ლარი, კვირის განმავლობაში 20 ლარიანი ლიმიტით . წელს საჯარო სკოლებში 290 პირველკლასელი დარეგისტრირდა.

სოფლის პროგრამა ობუჯში1

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ადმინისტრაციულ ერთეულებში სამუშაოები გრძელდება

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ადმინისტრაციულ ერთეულებში სამუშაოები გრძელდება.
ობუჯის ადმინისტრაციული ერთეულის ჯაღირა ნაიშმარუს საუბნო გზებზე ბეტონის საფარი მოეწყო.
ობუჯი-გალურის უბანში გარე განათებები, ჭაჭახის უბანში ცხაურები, ხოლო ობუჯის ცენტრში მოსახლეობის სასმელი წყლით უზრუნველსაყოფად, დამატებით სასმელი წყლის ავზი მოეწყო.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამა ითვალისწინებს:
👇
სასმელი წყლის სისტემების, სანიაღვრე არხების, ნაპირსამაგრი სამუშაოების, შიდა გზების, ცხაურების, გარე განათებების, წისქვილების რეაბილიტაციას, სასაფლაოებისა და მოსაცდელების მშენებლობას და სხვა სახის სამუშაოებს.
პრიორიტეტები მოსახლეობის უმრავლესობის გადაწყვეტილებით ხორციელდება.

ვრცლად
სოფლის პროგრამა1

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ადმინისტრაციულ ერთეულებში სამუშაოები გრძელდება

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ადმინისტრაციულ ერთეულებში სამუშაოები გრძელდება.
აღნიშნული პროგრამით,ლიის ადმინისტრაციული ერთეულის N2 საბავშვო ბაღში სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდა.
N3 საბავშვო ბაღისთვის შეძენილიქნა სათამაშოები.
ასევე მახარიას უბანში მიმდინარეობს ჭაბურღილის მოწყობა, რომელიც 12 ოჯახს სასმელი წყლით უზრუნველყოფს.
➡️სოფლის მხარდაჭერის პროგრამა ითვალისწინებს:
👇
სასმელი წყლის სისტემების, სანიაღვრე არხების, ნაპირსამაგრი სამუშაოების, შიდა გზების, ცხაურების, გარე განათებების, წისქვილების რეაბილიტაციას, სასაფლაოებისა და მოსაცდელების მშენებლობას და სხვა სახის სამუშაოებს.
პრიორიტეტები მოსახლეობის უმრავლესობის გადაწყვეტილებით ხორციელდება.

ვრცლად
საბავშვო ბაღი1

სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში ახალი სასწავლო წელი განახლდა

სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში ახალი სასწავლო წელი განახლდა.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამარ ბელქანია საბავშვო ბაღებში იმყოფებოდა, ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და მათ ერთიან, ძლიერ საქართველოში ცხოვრება და წარმატებები უსურვა.

სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, თამარ ბელქანია ასევე საოკუპაციო გამყოფ ხაზთან მდებარე ფახულანის ადმინისტრაციული ერთეულის N3 საბავშვო ბაღში იმყოფებოდა სადაც პატარები აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოდიან. პედაგოგებსა და მშობლებს გაესაუბრა და მათ პრობლემური საკითხების მოგვარებაც აღუთქვა.
ამ დროისათვის წალენჯიხის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში 800-მდე აღსაზრდელია რეგისტრირებული,კვება სამჯერადია მაღალკალორიული და ერთი ხემსით.

ვრცლად
Skip to content