სამუშაო საათები: ორშ – პარ: 09:00 – 18:00

ცხელი ხაზი 599 64 70 50

1000 წლოვანი იუბილე1

19 აგვისტო, მაცხოვრის ფერისცვალების ტაძრის ათასწლოვანი იუბილე

19 აგვისტო, მაცხოვრის ფერისცვალების ტაძრის ათასწლოვანი იუბილე.
დღესასწაულთან დაკავშირებით გაეცანით ღონისძიებების განრიგს:
👇
9:00 სთ. წირვა
📍
მაცხოვრის ფერისცვალების ტაძარი.
12:13 სთ. წიგნის პრეზენტაცია.
📍
მაცხოვრის ფერისცვალების ტაძრის ეზო.
🔷🔷🔷🔷🔷
კონფერენცია
📍ჩატარების ადგილი :
👇
წალენჯიხის ნიკოლოზ შენგელაიას სახელობის კინოთეატრი.
14:14 სთ. წალენჯიხის მაცხოვრის ფერისცვალების საკათედრო ტაძრის შესახებ ილუსტრირებული წიგნი-ალბომის პრეზენტაცია.
14:20 სთ.წალენჯიხა და დადიანები -მომხსენებელი ავთო თორდია.

14:40 სთ. წალენჯიხის კედლის მოხატულობების როლი შუა საუკუნეების საქართველოს კედლის მხატვრობის მოხატულობებში-მომხსენებელი მერაბ ბუჩუკური.
15:20 სთ. წალენჯიხა ევროპულ წყაროებში,მომხსენებელი-ზაალ ქორთუა.
15:35 სთ. კათოლიკოს-პატრიარქი ამბროსი ხელაია, მომხსენებელი:პროფესორი სერგო ვარდოსანიძე.

15:50 სთ. “1924 წლის ანტისაბჭოთა ეროვნული აჯანყება წალენჯიხის რაიონში”, მომხსენებელი: ისტორიის დოქტორი ლევან ჯიქია.
16:10 სთ. წალენჯიხის მაცხოვრის ტაძრის მე-XIV საუკუნის სანაწილე ხატი საქართველოს ეროვნულ მუზეუმში. მომხსენებელი საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი ნანა ბურჭულაძე.

16:50 სთ. ვახტანგ გორგასალი, მისი ვაჟი დარჩილი და არგვეთელი მთავრები- დავითი და კონსტანტინე. მომხსენელი: საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი მანანა სანაძე.
16:30 სთ. წალენჯიხის მაცხოვრის ეკლესია და მისი XVI-XVII საუკუნეების მოხატულობათა მხატვრულ-ისტორიული მნიშვნელობა. მომხსენებელი:საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი ნინო ჩიხლაძე.
ღონისძიებების ფარგლებში წალენჯიხის გოგი კალანდიას სახელობის მთავარ მოედანზე დღის 12:00 საათიდან სახალხო ზეიმი გიმართება.

მოეწყობა მეწარმე-ფერმერთა ნაწარმის გამოფენა გაყიდვა. ადმინისტრაციული ერთეულები წარმოაჩენენ თავიანთ კუთხეს სხვადასხვა სახის სანოვაგით.
ღონისძიებები დასრულდება კონცერტით, ბენდი”შარა”-სა ადგილობრივი მუსიკოს-შემსრულებლების მონაწილეობით.

ვრცლად
თათბირი მერის წარმომადგენლებთან1

გიორგი ხარჩილავამ მერის წარმომადგენლებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ხარჩილავამ მერის წარმომადგენლებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრას ასევე მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელი ალბერტ ჭანია და ქალაქ ჯვარისა და ქალაქ წალენჯიხის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეხვედრის თემა სტიქიის მიერ მიყენებული ზარალის აღმოფხვრა გახლდათ.

აღსანიშნავია, რომ უხვად მოსულმა ნალექმა ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში პრობლემები შექმნა.
დაზიანებულია შიდა საუბნო გზები, სანიაღვრე არხები, ხიდ-ბოგირები .

გიორგი ხარჩილავამ დეტალური იფორმაცია მიიღო სტიქიის შედეგად სოფლებში არსებულ მდგომარეობაზე და საჭიროებებზე.
მუნიციპალიტეტის მერის დავალებით, ოპერატიულად მოხდა შესაბამისი ტექნიკის მობილიზება და ამ ეტაპზე საუბნო გზებზე აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.

ვრცლად
სხდომა 1000 წლოვანი იუბილე1

ფერისცვალების ტაძრის 1000 წლოვან იუბილესთან დაკავშირებით, დღეს,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიაში მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა

წალენჯიხის მაცხოვრის ფერისცვალების ტაძრის 1000 წლოვან იუბილესთან დაკავშირებით, დღეს,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიაში მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
სხდომას საზოგადოება წალენჯიხელის წევრები, საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
წალენჯიხის მაცხოვრის ფერისცვალების ტაძრის 1000 წლოვან იუბილის აღნიშვნასთან დაკავშირებით, კომისიის წევრებმა იმსჯელეს და ღონისძიებების განრიგთან დაკავშირებით გადაწყვეტილებები მიიღეს.
ტაძრის დღესასწაული, ათასწლოვანი იუბილე 19 აგვისტოს, მაცხოვრის ფერისცვალების დღეს გაიმართება.
დღესასწაულთან დაკავშირებით 19 აგვისტოს ღონისძიებების განრიგს ხვალიდან შემოგთავაზებთ.

ვრცლად
სტუდენტური111

სტუდენტური დღეები-2024 გრძელდება

🇬🇪სტუდენტური დღეები-2024 გრძელდება .
სტუდენტური დღეების ფარგლებში დღეს ვიქტორინა გაიმართა,რომელიც მომავლის ბიჭის,
ნიკო კვარაცხელიას ხსოვნას მიეძღვნა. დღეს ნიკო 25 წლის გახდებოდა.

ვიქტორინაში სტუდენტურ დღეებში მონაწილე ოთხივე გუნდმა მიიღო მონაწილეობა . გამარჯვებული გუნდი ქულათა შეჯამებით გამოვლინდა.
გამარჯვება წილად მწვანე გუნდს”ფესვებს”ხვდა,რომელსაც სპეციალური პრიზი წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ხარჩილავამ გადასცა.
აღსანიშნავია, რომ გამარჯვებული გუნდისთვის სპეციალური პრიზი ნიკოს ფონდმა დააწესა.

ვრცლად
111

ერთად დავამსხვრიოთ სტერეოტიპები

აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვთა აბილიტაცია- რეაბილიტაციის წალენჯიხის ცენტრის ადმინისტრაციამ დღეს პირველი საანაგრაიშო შეხვედრა მერიაში გამართა.

პრეზენტაციას აუტიზმის ცენტრის მოწვეული სუპერვაიზერი , კლინიკური ფსიქოლოგი და საერთაშორისო-სასერთიფიკატო პროგრამის მონაწილე მარიამ კორკელია უძღვებოდა,
შეხვედრას წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები, საკრებულოს წევრები, სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლები და ბენეფიციართა მშობლები ესწრებოდნენ.

პრეზენტაციისას ისაუბრეს ცენტრში არსებულ სიკეთეებზე, მიღწეულ წარმატებებსა და პროგრამით მოსარგებლეთა შემდგომ საჭიროებებზე
აღინიშნა , რომ აღნიშნული ცენტრის არსებობა, არის მუნიციპალიტეტის მიერ ერთ-ერთი წინგადადგმული ნაბიჯი, რომელიც აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვთა ოჯახებისთვის წარმოადგენს მნიშვნელოვან თანადგომას.

აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვთა აბილიტაცია- რეაბილიტაციის ცენტრში ბავშვები უფასო თერაპიის კურსებს გადიან, რაც უპრეცედენტო შემთხვევაა ქვეყნის მასშტაბით.
ბავშვების თერაპიის კურსებს სერტიფიცირებული სპეციალისტები მართავენ.
ამ ეტაპზე ცენტრში 22- ბენეფიციარი გადის რეაბილიტაციის კურსებს.

აღნიშნული ცენტრი სრულად მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ფინანსდება.
აბილიტაცია-რეაბილიტაციის ცენტრი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისადაა კეთილმოწყობილი და ყველა საჭირო პირობებია შექმნილი ბენეფიციარების სპეცკურსების გასავლელად.

ვრცლად
სტუდდღეები1

აგვისტოს მოვლენებთან დაკავშირებით დისკუსი სტუდენტური დღეების ფარგლებში გრძელდება

აგვისტოს მოვლენებთან დაკავშირებით დისკუსი სტუდენტური დღეების ფარგლებში გრძელდება.
აღსანიშნავია,რომ რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით, სტუდენტებთან დისკუსია 7 აგვისტოს გაიმართა და პრეზენტაცია-დიალოგი დღესაც გაგრძელდა.

წალენჯიხის ნიკოლოზ შენგელაიას სახელობის კინოთეატრის დარბაზში, დღეს, სტუდენტურ დღეებში მონაწილე სტუდენტებმა პრეზენტაცია წარმოადგინეს თემაზე- “2008 წლის რუსეთის აგრესია ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ”

თითოეულმა გუნდმა პრეზენტაციისას გადმოსცა თუ რა საფრთხეს უქმნიდა რუსეთი საქართველოს წლების მანძილზე და რა მოხდა 2008 წლის 7 აგვისტოს.
ოკუპაციის თემაზე და რუსეთის აგრესიულ ქმედებებზე, საინფორმაციო ომსა და ზოგადად რეალურ ფაქტებზე ისაუბრეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამარ ბელქანიამ და მერიის კულტურისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსმა ლაშა ზარქუამ.
მათ წარადგინეს ფილმი- “აგვისტოს 5 დღე”.
გაიმართა ნაჩვენები ფილმების განხილვა.

განიხილეს, თუ როგორი მნიშვნელოვანია ზუსტი თარიღების ცოდნა და რა ფორმებს მიმართავს რუსეთი ომის პერიოდში, რა არის ჰიბრიდული ომი, რომელიც დღემდე გრძელდება ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ და რამდენად მნიშვნელოვანია სიზუსტე უახლესი ისტორიის აღქმაში.

ვრცლად

2008 წლის აგვისტოს მოვლენებიდან, რუსეთ-საქართველოს ომიდან 16 წელი გავიდა

დღეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა პატივი მიაგეს აგვისტოს ომში,რუსული აგრესიის შედეგად დაღუპული მეომრის, წალენჯიხელის, ჯგალის მკვიდრის კაპრალი კობა ხარჩილავას ხსოვნას, რომელიც 2008 წლის აგვისტოს თვეში,რუსეთ-საქართველოს ომის დროს ცხინვალის მისადგომებთან დაიღუპა. მხედრული მამაცობისთვის კი ის ოქროს მედლით იქნა დაჯილდოებული.

ამავდროულად ხელმძღვანელმა პირებმა გაიხსენეს აგვისტოს ომის დროს დაღუპული სამოქალაქო პირების, ნაკიფუელი კეკე, დოდო და ენვერ ჭანიებისა და წალენჯიხის ყოფილი გამგებლის,აგვისტოს ომის მონაწილის, გიორგი მებონიას ხსოვნას და საფლავები თაიგულებით შეამკეს.

2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მონაცემებით, 2008 წელს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის ზონებში განხორციელებული აგრესიის შედეგად დაჭრილ/დაშავებულ სამოქალაქო და სამხედრო პირთა რაოდენობა სულ შეადგენს 2 232-ს. მათ შორის, როგორც თავდაცვის სამინისტროდან მიღებული დოკუმენტაციით ირკვევა 1045 პირი წარმოადგენს სამხედრო მოსამსახურეს. აგვისტოს ომში ყველაზე მეტი (271 პირი) დაიჭრა/დაშავადა IV მექანიზირებული ბრიგადის შემადგენლობიდან. II ქვეით ბრიგადაში დაშავდა 251 სამხედრო მოსამსახურე.

ვრცლად

გიორგი ხარჩილავამ საბავშვო ბაღის მშენებლობის სამუშაოები დაათვალიერა

ლიის ადმინისტრაციულ ერთეულში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ხარჩილავა სამშენებლო სამუშაოებს ადგილზე გაეცნო და მშენებლებს გაესაუბრა.

ვრცლად
სტუდენტური დღეები

სტუდენტური დღეები -2024 დღეიდან სტარტს აიღებს

წალენჯიხაში სტარტს სტუდენტური დღეები -2024 დღეიდან აიღებს.
სტუდენტურ დღეებში მონაწილეობის სურვილი 100-მა სტუდენტმა გამოთქვა.

პროექტის ფარგლებში სტუდენტები 4 გუნდად დაიყო. ახალგაზრდები ერთი კვირის მანძილზე ერთმანეთს სხვადასხვა სპორტულ, კულტურულ და შემეცნებით ინტელექტუალურ აქტივობებში შეეჯიბრებიან.
პროექტის მიზანია, სტუდენტებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება, მეტი სოციალიზაცია, სპორტისა და კულტურის პოპულარიზაცია.
შეჯიბრებები ჩატარდება-ფრენბურთში,ფეხბურთში, ჭადრაკში, კალათბურთში;
გაიმართება
ფოტოკონკურსები, მხატვრული კითხვა;
ფილმების ჩვენება და განხილვა.

ასევე საჯარო ლექციები. მოეწყობა ლაშქრობები, ექსკურსიები,
ქალაქ ჯვარიდან და ფახულანიდან უზრუნველყოფილი იქნება ტრანსპორტირება.
სტუდენტური დღეები 2024, დღეს 5 აგვისტოს 19:00 საათზე, გოგი კალანდიას სახელობის ცენტრალურ მოედანზე საზეიმოდ გაიხსნება.
გელოდებათ The SkiTTles band.
16 აგვისტოს ჩათვლით კი სტუდენტები სხვადასხვა შემეცნებით და გასართობ ღონისძიებებში მიიღებენ მონაწილეობას და ბევრი სიურპრიზი ელოდებათ.

ვრცლად
Skip to content