სამუშაო საათები: ორშ – პარ: 09:00 – 18:00

ცხელი ხაზი 599 64 70 50

ელჩების ვიზიტი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტს დიდი ბრიტანეთის ელჩი გარეტ უორდი, რუმინეთის ელჩი რაზვან როტუნდუსი და დანიის განვითარების ფონდის წარმომადგენელი მზევი ჯოჯუა სტუმრობდნენ

წალენჯიხის მუნიციპალიტეტს დიდი ბრიტანეთის ელჩი გარეტ უორდი, რუმინეთის ელჩი რაზვან როტუნდუსი და დანიის განვითარების ფონდის წარმომადგენელი მზევი ჯოჯუა სტუმრობდნენ.
მათ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა მერის მ/შ ივანე ბურდულმა და მერის მოადგილემ თამარ ბელქანიამ უმასპინძლეს. შეხვედრას ასევე ა(ა)იპ წალენჯიხის სკოლამდელი-სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრის ხელმძღვანელი მამუკა ქარდავა ესწრებოდა.
შეხვედრა არტ-მეურნეობაში გაიმართა, სადაც ისინი წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 35 ბაღის დირექტორებს შეხვდნენ და საჩუქრად ი/მ დავით მოსიძის საამქროში დამზადებული ხის სათამაშოები გადასცეს.
შეხვედრა იყო დასკვნითი-შემაჯამებელი, დანიის ლტოლვილთა საბჭოს მიერ განხორციელებული პროექტის, რომელსაც ბრიტანეთის საელჩო სამეგრელოსა და ოკუპირებულ აფხაზეთში ახორციელებს.
პროექტი მიზნად ისახავს დიალოგს ადგილობრივ ხელისუფლებასა, არადამთავრობო სექტორსა და ხალხს შორის ეკონომიკური გაძლიერების თვალსაზრისით.
პროექტი მხარს უჭერს ბაღის პედაგოგთა სწავლების კომპონენტის გაძლიერებას.
შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას ბრიტანეთის ელჩმა გარეტ უორდმა განაცხადა, რომ ის სწორედ წალენჯიხაში საოკუპაციო გამყოფ ხაზზე მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ხოლო რუმინეთის ელჩმა რავზან როტუნდუმ ასევე დაადასტურა, რომ მნიშვნელოვანია ქვეყნის ევროპული ღირებულებები და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მ/შ ივანე ბურდულმა მადლობა გადაუხადა სტუმრებს წალენჯიხაში ვიზიტისთვის და მან ხაზი გაუსვა ერთადერთ ოპოზიციურ მუნიციპალიტეტში კოალიციური თვითმმართველობის მნიშვნელობას.
მერის მოადგილემ თამარ ბელქანიამ აღნიშნა, რომ ამ გამოწვევაში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს პარტნიორი, ევროპული ქვეყნების მხარდაჭერას.
სტუმრებმა სურვილი გამოთქვეს კიდევ ერთხელ ესტუმრონ წალენჯიხის მუნიციპალიტეტს.

ვრცლად
493911178_1088435873316212_2329457305054568307_n (1)

უფასო სამედიცინო გამოკვლევები

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის აქტიური მხარდაჭერით, დილიდან
ზუგდიდის დიაგნოსტიკური ცენტრის ჯან-მედის ჯგუფი – პირველადი ჯანდაცვის გერმანულ პროგრამასთან ერთად წალენჯიხას სტუმრობს.
ვიზიტის ფარგლებში უფასო კონსულტაცია მიმდინარეობს ენდოკრინოლოგის, ანგიოლოგის, ჰემატოლოგის, ასევე დენსიტომეტრიის კვლევებით.
ასევე, უფასო ლაბორატორიული კვლევების ფარგლებში D-ვიტამინისა და სიხლში კალციუმის განსაზღვრა მიმდინარეობს.
ამ დრომდე ექიმის კონსულტაცია 100-მდე ბენეფიციარმა გაიარა.
კონსულტაციებს უწევდნენ ცნობილი ექიმები- ანგიოლოგი გიორგი კუტივაძე და ენდოკრინოლოგი მარინე როგავა.

ვრცლად

ვიწყებთ პროექტს “წალენჯიხის ახალგაზრდული თვითმმართველობა”

ვიწყებთ პროექტს “წალენჯიხის ახალგაზრდული თვითმმართველობა” რაც ითვალისწინებს 16 წლიდან წალენჯიხელი ახალგაზრდების ჩართვას მუნიციპალურ აქტივობებში, კერძოდ: ტურიზმის განვითარების, კულტურის, განათლების, გარემოს დაცვისა და სხვა მიმართულებით. პროექტის ფარგლებში ადგილობრივი ხელისუფლება მხარს დაუჭერს ახალგაზრდულ აქტივობებს, აგრეთვე პროექტში ჩართული მოსწავლეები გაივლიან სხვადასხვა ტრენინგ კურსებს დემოკრატიის, ადამიანს უფლებების, ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობის მიმართულებით.
🇬🇪პროექტი ითვალისწინებს გასართობ აქტივობებსაც, რისთვისაც მუნიციპალიტეტის მერიამ უზრუნველყო შესაბამისი სივრცე, სადაც ახალგაზრდებს შეეძლებათ დროის სასიამოვნოდ და სასარგებლოდ გატარება.
რეგისტრაციისთვის, გადადით

⬇️ მითითებულ ბმულზე.

https://docs.google.com/forms/d/1hnxdGtlz19vQ_S7w4O6SosH9pYXmgFY1ecAjdmaF-0E/viewform?pli=1&pli=1&fbclid=IwY2xjawJ8CBVleHRuA2FlbQIxMQBicmlkETA4TGszWE5URndPR2Y0T2YxAR4-o0QCiksfylGDxLFJtIK_B1MteVnf7qR1AIASsE29RaB3NbZH-YntzmqY5A_aem_JNIiYTTKuTL_RY7dbfANpQ&edit_requested=true

ვრცლად

უმწეოთა სასადილოს 224 ბენეფიციარს სააღდგომო ნობათი დაურიგდა

ა(ა)იპ წალენჯიხის სათნოების სახლის ინიციატივითა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის აქტიური მხარდაჭერით, ქალაქ წალენჯიხასა და ქალაქ ჯვარში უმწეოთა სასადილოს 224 ბენეფიციარს სააღდგომო ნობათი დაურიგდა.

ვრცლად
17 აპრილიიი

გიორგი ხარჩილავას დღეს, 17 აპრილს 55 წელი შეუსრულდებოდა

გიორგი ხარჩილავას დღეს, 17 აპრილს 55 წელი შეუსრულდებოდა.
ის გახლდათ ერთადერთი ოპოზიციონერი ლიდერი, რომელმაც 2021 წლის არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა.
დღეს მას კიდევ ერთხელ პატივი მიაგეს, საზოგადოების წარმომადგენლებმა,თანამებრძოლებმა, მისი იდეის მხარდამჭერებმა, პოლიტიკოსებმა, ჩამოსულმა სტუმრებმა, გიორგი ხარჩილავას ხსოვნას პატივი მიაგო უკრაინის სამხედრო ატაშემ, გენერალ მაიორმა სერგეი კრავჩუკმა.
ხელმძღვანელი პირების ორგანიზებით ქალაქ წალენჯიხის კინოთეატრის დარბაზში გიორგი ხარჩილავას ხსოვნისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართა,სადაც შეჯამდა კოალიციური თვითმმართველობის სიკეთეები.
ღონისძიებაზე სიტყვით გამომსვლელებმა ისაუბრეს მის მიერ განვლილ გზაზე, განხორციელებულ არაერთ მნიშვნელოვან პროექტებზე.
ღონისძიების მსვლელობისას დანიელ ფიფიას წიგნის პრეზენტაცია გაიმართა, რომლის გამოცემის იდეაც გიორგი ხარჩილავას ეკუთვნოდა.
ნაჩვენები იქნა დოკუმენტური ფილმი გიორგი ხარჩილავას და კოალიციური თვითმმართველობის მუშაობაზე.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ანსამბლმა “ბედინერა”-მ და სახელოვნებო-საგანმანათლებლო ცენტრის მოსწავლეებმა კომპოზიცია წარმოადგინეს.
ღონისძიების დასასრულს, გიორგი ხარჩილავას დედამ ქალბატონმა ვარო კვარაცხელიამ დამსწრე საზოგადოებას და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებს მადლობა გადაუხადა გიას დაფასებისთვის და დამსწრეთ სიმბოლურად ოჯახის სახელით, საჩუქრად გრანელისეული ნახატების კრებული გადასცა.

ვრცლად
alika caava

ალიკა ცაავას გარდაცვალებიდან 3 წელი გავიდა

რუსეთ-უკრაინის ომში დაღუპული ქართველი მებრძოლის, ჯვარელი ალიკა ცაავას გარდაცვალებიდან 3 წელი გავიდა.
ის 2022 წლის 16 აპრილს ,ლუგანსკის ოლქში ,ქალაქ რუბეჟნოესთან დაიღუპა.
ალიკა ცაავა ასევე , 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში კომანდოს ბატალიონის წევრი გახლდათ. მისი ოჯახი აფხაზეთიდან დევნილია ქ. ჯვარში ცხოვრობს.
ალიკა ცაავას ხსოვნას დღეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა,მეგობრებმა და ოჯახის წევრებმა პატივი მიაგეს.

ვრცლად

1989 წლის 9 აპრილიდან 36 წელი გავიდა

1989 წლის 9 აპრილიდან 36 წელი გავიდა.
9 აპრილს, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა , მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებმა, მერის რწმუნებულებმა 9 აპრილს დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი 9 აპრილის სკვერში მიაგეს.
ქართული საგალობლები შეასრულეს ანსამბლებმა “ბედინერამ” და “მამულმა”. მხატვრული კომპოზიცია წარმოადგინეს მოსწავლეებმა.
9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნასთან დაკავშირებით, სოფელ ნაგურუს წმ. გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარმა დეკანოზმა ილია სარიამ პანაშვიდი გადაიხადა.
1989 წლის 9 აპრილი, ჯერ კიდევ საბჭოთა საქართველოს დედაქალაქში დამოუკიდებლობის მოთხოვნით რუსთაველის გამზირზე ათასობით ადამიანი შეიკრიბა.
მშვიდობიანი აქცია, საბჭოთა კავშირის სადამსჯელო ნაწილებმა დაარბიეს. თავისუფლების მოთხოვნით შეკრებილებს, დილის 4 საათზე, კრემლის მითითებით საბჭოთა არმიის მძიმე ტექნიკა, შემდეგ კი შინაგანი ჯარის სპეცრაზმელები ტანკებითა და ორლესული ნიჩბებით გაუსწორდნენ.
საბჭოთა ჯარისკაცებმა მშვიდობიან მომიტინგეებს გზა მძიმე ტექნიკით, ტანკებით ჩაუხერგეს, შემდეგ კი დემონსტრანტებს ნიჩბებით და მხუთავი აირით გაუსწორდენენ.
კრემლის მითითებით მიტინგის დარბევა მოხდა იმავე ღამეს ტელევიზიასთან, სადაც ეროვნული მოძრაობის ლიდერთა ერთ ნაწილთან ერთად მშვიდობიანი მოქალაქეები იყვნენ შეკრებილები.
9 აპრილის აქციის დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა. აქედან 17 ქალი, ხოლო 4 მამაკაცი იყო. გარდაცვლილებს შორის იყო არასრულწლოვანებიც.
9 აპრილის დარბევის შედეგად, 4 ათასზე მეტი დემონსტრანტი სხვადასხვა სახის ტრავმით საავადმყოფოში მოათავსეს. დაუდგენელი ქიმიური ნივთიერებით 2000-ამდე მოქალაქე მოიწამლა.
1989 წლის 9 აპრილიდან ზუსტად მეორე წლისთავზე, 1991 წელს საქართველოს უზენაესმა საბჭომ ზვიად გამსახურდიას მეთაურობით საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი მიიღო.
9 აპრილი საქართველოს უახლეს ისტორიაში ტრაგედიის და იმავდროულად საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ ჩაეწერა.
ისტორიაში ეს დღე შევა, როგორც საქართველოს ბრძოლა ოკუპანტი რუსეთის წინააღმდეგ.

ვრცლად
Skip to content