ცხელი ხაზი 599 647050

საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასახლებებში პროექტების შერჩევის მიზნით,მოსახლეობასთან შეხვედრები 13 თებერვლიდან იწყება.
პროგრამის ფარგლებში, პროექტების შერჩევა ეფუძნება მოსახლეობის მიერ გადაწყვეტილების მიღების პრინციპს, რისთვისაც დასახლებებში იმართება დასახლების საერთო კრებების სხდომები ან რეგისტრირებულ ამომრჩეველთან კონსულტაციები (შემდგომში – კონსულტაცია), სადაც მოქალაქეები თავად იღებენ გადაწყვეტილებას განსახორციელებელი პროექტის შერჩევის თაობაზე.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამა ითვალისწინებს შემდეგი სახის პროექტებს:
სასმელი წყლის სისტემები (მათ შორის ჭაბურღილები, წყალსადენები, სათავე ნაგებობები, გამწმენდი ნაგებობები, ჭა და ა.შ.);
• სარწყავი სისტემები;
სანიაღვრე არხები;
ნაპირსამაგრი სამუშაოები;
გზები და გზისპირა მოსაცდელები; აგრეთვე, ტროტუარები და გზის შემადგენელი სხვა ინფრასტრუქტურა;
ხიდები, ცხაურები, ხიდბოგირები, გადასასვლელები;
გარე განათება;
სკოლების მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა;
სკოლამდელი დაწესებულებები და შესაბამისი ინვენტარი;
ამბულატორიის შენობები;
სპორტული ინფრასტრუქტურა, მოედნები და მოედნების ინვენტარი;
სკვერები, მათ შორის, საბავშვო სკვერები, შესაბამისი ინვენტარით, აგრეთვე სარეკრეაციო სივრცეები და სველი წერტილები, შესაბამისი ინვენტარით;
წისქვილების რეაბილიტაცია და შესაბამისი ინვენტარი;
სასაფლაოს შემოღობვა და კეთილმოწყობა;
2026 წელს წალენჯიხის მუნიციპალიტეტში “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სულ 644 000 ლარი დაიხარჯება.
საპროექტო წინადადებების მიღება წარმოებს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიაში 6 თებერვლის ჩათვლით, 09:00 საათიდან 18:00 საათამდე, ყოველდღე, გარდა დასვენების ან უქმე დღეებისა, წინადადებების მიღება ასევე შესაძლებელია მერიის ოფიციალურ მეილზე-tsalenjikhismeria@gmail.com
ასევე ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *