ცხელი ხაზი 599 647050

სიმბოლიკა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გერბი — წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სახელმწიფო სიმბოლო დროშასთან ერთად დამტკიცებულია წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ.

 

გერბის ფარის ლაჟვარდის ველი წმინდა ანდრიას ვერცხლის ჯვრით გაყოფილია 4 ველად.
პირველ ნაწილზე — გამოსახულია ოქროს საწმისი. ფარის ცენტრში მოთავსებულია მცირე ფარი. მცირე ფარის მეწამული ველი ვერცხლის სამი ტალღოვანი სარტყელით გაყოფილია ორ ველად. მცირე ფარის პირველ ველზე მოთავსებულია ოქროს გვირგვინი, მეორე ველზე ოქროს ციხე-სიმაგრე ღია კარიბჭით.
გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი — სამკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი (ციხე-სიმაგრის ფორმის) ნახევრად ღია კარიბჭით.
ფარს ქვემოთ მოთავსებულია გერბის დევიზის ვერცხლ-ლაჟვარდოვანი ბაფთა, რომლის ვერცხლის ველზე შავად ჩაწერილია გერბის დევიზი – „წალენჯიხა“.

 

 

 

 

 

 

 

 

წალენჯიხის დროშის ლაჟვარდის ველზე ცენტრში მოთავსებულია წალენჯიხის გერბის მცირე ფარი – მეწამულ ველს გადაკვეთავს ტალღოვანი სამი ვერცხლის სარტყელი, სარტყლის ზემოთ მოთავსებულია ოქროს ხუთქიმიანი გვირგვინი, ქვევით ქონგურებიანი ოქროს ციხე-სიმაგრე ორი კოშკითა და ნახევრად ღია ჭიშკრით. წალენჯიხის დროშის პროპორცია არის 2:3.

ეწვიე წალენჯიხას

მანძილი თბილისამდე – 350 კმ.
მანძილი ზუგდიდამდე – 22 კმ.
უახლოესი საპორტო ქალაქი – ფოთი- მანძილი 60 კმ.
უახლოესი აეროპორტი – კოპიტნარი- მანძილი 90 კმ.
უახლოესი რკინიგზის სადგური – ზუგდიდის- მანძილი 22 კმ.