ცხელი ხაზი 599 647050

სოციალური პროგრამები

2026 წლის სოციალური პროგრამების ჩამონათვალი

 

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის პროგრამების ჩამონათვალი:

  1. ჯანმრთელობის ცვლილებით გამოწვეული საყოველთაო დაზღვევით დაფინანსებული პაციენტების სტაციონარული მომსახურების თანადაფინანსება.
  2. ფსიქიკურ ავადმყოფთა ყოველთვიური ფინანსური მხარდაჭერა.
  3. თირკმლის დიალიზზე მყოფი პაციენტების ტრანსპორტირების ფინანსური უზრუნველყოფა.
  4. იშვიათი დაავადებების მქონე და მუდმივ ჩანაცვლებით მკურნალობას დაქვემდებარებულ და ზოგიერთ სხვა დაავადებით შეპყრობილ პაციენტთა ყოველთვიური ფინანსური მხარდაჭერა.
  5. აუტიზმის სპექტრის აშლილობის (ასა) მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის მხარდაჭერა.
  6. 0-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვთა ამბულატორიული მაღალტექნოლოგიური კვლევების დაფინანსება.
  7. ბავშვთა აბილიტაცია/რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამაში მონაწილე ბენეფიციართა ტრანსპორტირების ფინანსური უზრუნველყოფა.
  8. მოქალაქეთა ერთჯერადი ფულადი დახმარება.
  9. ახალშობილთა ოჯახების ერთჯერადი ფულადი დახმარება.
  10. საზეიმო და ღირსშესანიშნავ დღეებთან დაკავშირებით ფულადი ან არაფულადი ( მატერიალური) დახმარება.
  11. მრავალშვილიანი ოჯახების არასრულწლოვან შვილთა ყოველთვიური ფულადი დახმარება.
  12. შშმ პირთა და მოვლის საჭიროების მქონე ავადმყოფთა ფინანსური მხარდაჭერა.
  13. დედ-მამით ობოლ ბავშვთა ყოველთვიური ფულადი დახმარება.
  14. ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ხელშეწყობის პროგრამა.
  15. ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა ფინანსური მხარდაჭერა.
  16. 100 წელს გადაცილებული მოქალაქეთა ერთჯერადი ფულადი დახმარება.
  17. ერთიან ეროვნულ გამოცდებში მაღალი აკადემიური წარმატების მქონე აბიტურიენტთა ფინანსური წახალისება.
  18. სოციალურად დაუცველთა საცხოვრისით უზრუნველყოფა.
  19. სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების ფინანსური მხარდაჭერა.
  20. პირველკლასელთა კვებით უზრუნველყოფა.
  21. გარდაცვლილ ვეტერანთა და დევნილთა დაკრძალვის ხარჯი.
  22. სოციალურად დაუცველი მოსახლეობის კვებითი უზრუნველყოფის პროგრამა.
  23. მხედველობის მკვეთრად გამოხატულ შშმ (უსინათლო) პირთა ფინანსური მხარდაჭერა.
  24. ონკოლოგიურ პაციენთა მაღალტექნოლოგიური სამედიცინო კვლევების დაფინანსება/ თანადაფინანსების პროგრამა.
  25. 0-18 წლამდე ასაკის,  დიაბეტით დაავადებული ბავშვიანი ოჯახების ფინანსური მხარდაჭერა.
  26. შშმ ბავშვთა  კვებით უზრუნველყოფის პროგრამა.
  27. უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში მყოფი, მიუსაფარი, უსახლკაროდ დარჩენილი მარტოხელა შშმ პირებისათვის ბინის ქირით უზრუნველყოფა.

 


დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს #26 დადგენილება: წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის პროგრამების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ”.


ბენეფიციართა განცხადებისა და დახმარების მისაღებად დოკუმენტაციის წარდგენის წესი

1.განცხადებასა და თანდართულ დოკუმენტაციას მოქალაქე წარადგენს მუნიციპალიტეტის მერის სახელზე,

  1. ბენეფიციართა განცხადება და შესაბამისი დოკუმენტაცია ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის პროგრამებით სარგებლობის შესახებ წარედგინება მერიის ადმინისტრაციული სამსახურის საქმისწარმოებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილებას, რომლის თანამშრომელი დოკუმენტაციის არასრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში მოქალაქეს აძლევს ინფორმაციას ხარვეზის არსებობისა და მისი გამოსწორების თაობაზე.
  2. მიმდინარე წლის ბიუჯეტიდან დასაფინანსებელი პროგრამებით მოსარგებლე ბენეფიციარებმა (თუ ისინი იგივე პროგრამით სარგებლობდნენ წინა წლებში) ხელახლა უნდა წარმოადგინონ შესაბამისი პროგრამით გათვალისწინებული დოკუმენტაცია.
  3. შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში მოქალაქეს შეუძლია ჩაერთოს ერთდროულად ორ პროგრამაში.
  4. ადმინისტრაციულ ერთეულში მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი ვალდებულია მერიის კულტურისა და სოციალური დაცვის სამსახურის შესაბამის განყოფილებას ყოველთვიურად წარმოუდგინოს თავის ტერიტორიაზე მცხოვრებ ბენეფიციართა შესახებ ინფორმაცია მათი პროგრამიდან შესაძლო მოხსნის თაობაზე (იურიდული ფაქტი: ბენეფიციარის საცხოვრებელი ადგილის შეცვლა, გარდაცვალება და სხვა).
  5. მერიის კულტურისა და სოციალური დაცვის სამსახურის მიერ, ბენეფიციართა პროგრამაში ჩართვის თაობაზე, მიღებული დასკვნის საფუძველზე საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის მერი.
  6. მერიის კულტურისა და სოციალური დაცვის სამსახურის შესაბამისი განყოფილება ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის პროგრამების განხორციელებასა და მიმდინარეობაზე ინფორმაციას სამ თვეში ერთხელ აწვდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს.
გადაწყვეტილების მომზადება
  1. ამ წესით განსაზღვრული პროგრამებში მოქალაქეთა  ჩართვის თაობაზე,  საკითხთა განხილვისას სოციალურიკომისია ხელმძღვანელობს საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ VI თავით გათვალისწინებული მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით.
  2. საკითხის განხილვა და გადაწყვეტა ხდება ინდივიდუალურად, ყოველი კონკრეტული შემთხვევის არსებითად და ყოველმხრივ შესწავლის საფუძველზე.
  3. ამ წესით გაუთვალისწინებელი სამართლებრივი ურთიერთობის გადაწყვეტა ხდება კომისიის მიერ ხმათა უმრავლესობით.
  4. სოციალური კომისიის  სხდომები ტარდება როგორც წესი  თვეში ორჯერ.
  5. სოციალური კომისიის დასკვნის საფუძველზე საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის მერი.

სოციალური პროგრამები