ცხელი ხაზი 599 647050

კონსულტაციები ფახულანის ადმინისტრაციულ ერთეულში

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, დასახლების საერთო კრებები და მოსახლეობასთან კონსულტაციები დღეს, ფახულანის ადმინისტრაციულ ერთეულში გაიმართა.
შეხვედრებს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი გუბა საჯაია, მერის პირველი მოადგილე – ბესიკ ფარცვანია, საკრებულოს წევრი დათა კუკავა და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მოსახლეობამ ხმათა უმრავლესობით შემდეგი სახის პრიორიტეტები შეარჩია :
ჭველე – გარ -განათებების მოწყობა,
წისქვილის რეაბილიტაცია,
საბავშვო ბაღისთვის სამზარეულო ინვენტარის შეძენა,
ცხაურების მოწყობა.
ფახულანი – წისქვილის რეაბილიტაცია,
შიდა საუბნო გზის მოხრეშვა, მოსწავლე-ახალგაზრდებისთვის სარეპეტიციო დარბაზის რეაბილიტაცია, საბავშვო ბაღის ღობის რეაბილიტაცია, გარე-განათებების მოწყობა.
წყოუში – წისქვილის რეაბილიტაცია (სატორუოს უბანი), გარე-განათებების მოწყობა, საბავშვო ბაღის ეზოში სანიაღვრე არხის მოწყობა, წისქვილის რეაბილიტაცია (წყოუში).
ქალაღალი – ხიდ-ბოგირის მოწყობა.
საკონსულტაციო შეხვედრები ხვალ, 27 თებერვალს დასრულდება. შერჩეული პროექტები კი, დასამტკიცებლად საკრებულოს წარედგინება.
სექტემბერი 2026
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

მსგავსი ჩანაწერები

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მერიის სტრუქტურული ერთეულებისა და ა(ა)იპ-ების მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშები მოისმინეს

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მერიის სტრუქტურული ერთეულებისა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული ა(ა)იპ-ების მიერ 2026 წლის პირველი ექვსი თვის განმავლობაში გაწეული საქმიანობის

გაგრძელება

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ყველა საბავშვო ბაღში ახალი, 2026-2027 სასწავლო-სააღმზრდელო წელი ოფიციალურად დაიწყო

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ყველა საბავშვო ბაღში ახალი, 2026-2027 სასწავლო-სააღმზრდელო წელი ოფიციალურად დაიწყო. წელს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები 700-მდე აღსაზრდელს უმასპინძლებს. ​სასწავლო პროცესის

გაგრძელება

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში 2026-2027 სასწავლო წელი საზეიმო ვითარებაში განახლდა

დღეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში 2026-2027 სასწავლო წელი საზეიმო ვითარებაში განახლდა. ​სასწავლო პროცესის დაწყება მოსწავლეებსა და პედაგოგებს მიულოცეს ადგილობრივი ხელისუფლების

გაგრძელება