ცხელი ხაზი 599 647050

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი გუბა საჯაია,თბილისის მდგრადი განვითარების XVI რეგიონულ ფორუმს დაესწრო

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი გუბა საჯაია, დედაქალაქის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის ორგანიზებით გამართულ, თბილისის მდგრადი განვითარების XVI რეგიონულ ფორუმს დაესწრო.
თბილისის მდგრადი განვითარების XVI რეგიონული ფორუმი დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ გახსნა.
ფორუმი წარმოადგენს სივრცეს, სადაც განიხილება ეკონომიკური, სოციალური, გარემოსდაცვითი, ტექნოლოგიური და გეოპოლიტიკური პროცესები. სწორედ ამ ფორმატში შეიქმნა „მშვიდობის პლატფორმა”, რომლის ფარგლებშიც ყოველწლიურად იმართება მაღალი დონის დისკუსიები მშვიდობის, სტაბილურობისა და განვითარების ურთიერთკავშირის შესახებ.
ქალაქ თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის ორგანიზებით, თბილისის მდგრადი განვითარების XVI რეგიონული ფორუმი გაიმართა.
ფორუმში ასევე მონაწილეობენ საქართველოს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, პარლამენტის წევრები, საერთაშორისო და რეგიონული ორგანიზაციების ხელმძღვანელები, უცხოელი და ქართველი ექსპერტები, დიპლომატიური კორპუსის, აკადემიური წრეებისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები, მსოფლიოს 20 სხვადასხვა ქვეყნის 50 წარმომადგენელი.
ღონისძიების ფარგლებში, ასევე პლენარული სესიები და თემატური პანელური დისკუსიები გაიმართა.
ნოემბერი 2026
ოსოხპშკ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

მსგავსი ჩანაწერები

წალენჯიხაში იუსტიციის სახლი შენდება

წალენჯიხაში იუსტიციის სახლი შენდება სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, ქალაქ წალენჯიხაში, იუსტიციის სახლის ახალი ფილიალის სამშენებლო სამუშაოებს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ლანა მორგოშია

გაგრძელება

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის განახლების პროცესი გრძელდება

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის განახლების პროცესი გრძელდება. ამჯერად ტექნიკა ხობელიას ქუჩაზე მუშაობს, სადაც პირველ და მეორე მონაკვეთებზე ასფალტის საფარის დაგება

გაგრძელება

წალენჯიხის მერმა პატარა ჩემპიონებს წარმატება მიულოცა

​წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა, გუბა საჯაიამ, მერის მოადგილეებთან,საკრებულოს წევრებთან და სასპორტო ცენტრის ხელმძღვანელთან ერთად პატარა სპორტსმენებს მნიშვნელოვანი მიღწევები მიულოცა სიმბოლური საჩუქრები

გაგრძელება