ცხელი ხაზი 599 647050

წალენჯიხამ პირველად „MAX FIGHT“- ის მე-15 საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლა

წალენჯიხამ პირველად „MAX FIGHT“- ის მე-15 საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლა.
საერთაშორისო ტურნირში, ადგილობრივ მებრძოლებთან ერთად, სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული სპორტსმენები მონაწილეობდნენ.
ღონისძიებას წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი გუბა საჯაია,სამეგრელო-ზემო სვანეთის რწმუნებულთან დავით ვერავასთან, ზუგდიდის მერთან დავით კოდუასთან, მერის მოადგილეებთან, საკრებულოს წევრებთან და მოწვეულ სტუმრებთან ერთად დაესწრო.
ღონისძიება, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით გაიმართა. მისი ორგანიზატორი კი კიკბოქსინგში მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონი დავით ქირიაა.
ღონისძიება საზეიმოდ თეატრალიზებული წარმოდგენითა და ქართული მრავალჟამიერით გაიხსნა. საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა გუბა საჯაიამ მიმართა და სპორტსმენებს წარმატებები უსურვა.
რინგში ერთმანეთს შეეჯიბრნენ:
ზუკა მიქავა – ჟორა ჰოვჰანისიანი;
ამიკო ნაჭყებია – რამინ ფერაძე;
ნიკო ბულია – გრიგორ ავაგიანი;
დავით მსხალაძე – ნიკა ქირია;
გიორგი მირზოიანი – მინდია მგელაძე;
ირაკლი ჟვანია-გუგა ხარჩილავა;
მათე მაქაცარია-გიორგი ძნელაძე;
გაბრიელ ბარამია-ხამიდ აზიმოვი;
დავით ცაგურია-ოთიკო ხურცილავა;
ანდრია სხულუხია-ლევან შანავა.
4 წალენჯიხელიდან რომელიც რინგზე იბრძოდა, გამარჯვება მოიპოვა გაბრიელ ბარამიამ და ზუკა მიქავამ.
ივნისი 2026
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

მსგავსი ჩანაწერები

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი გუბა საჯაია,თბილისის მდგრადი განვითარების XVI რეგიონულ ფორუმს დაესწრო

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი გუბა საჯაია, დედაქალაქის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის ორგანიზებით გამართულ, თბილისის მდგრადი განვითარების XVI რეგიონულ ფორუმს დაესწრო.

გაგრძელება

გრანელის სახელობის პარკში სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ინიციატივით საბავშვო გასართობი ღონისძიებები გაიმართა

1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ქალაქ წალენჯიხის გრანელის სახელობის პარკში სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ინიციატივით საბავშვო გასართობი ღონისძიებები გაიმართა.

გაგრძელება

გუბა საჯაიამ აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებს ბავშვთა დღე მიულოცა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი გუბა საჯაია, მერის მოადგილეებთან,საკრებულოს თავმჯდომარე ცოტნე შონიასთან,საკრებულოს წევრებთან და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან

გაგრძელება