წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ჯგალის ადმინისტრაციულ ერთეულში წყალმომარაგების მასშტაბური პროექტი განხორციელდება.
აღნიშნულთან დაკავშირებით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი გუბა საჯაია მერის პირველ მოადგილესთან ბესიკ ფარცვანიასთან ერთად გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდა და წყალმომარაგების პროექტი განიხილეს.
აღნიშნული პროექტი სოფელ ჯგალის 650 მოსახლეზე გათვლილი იქნება.
სოფელში ამჟამად არსებული ქსელი ამორტიზირებილია,ძლიერი გვალვების დროს კი მოსახლეობას სასმელი წყლის პრობლემები ექმნება.
წყალმომარაგების პროექტირება დასკვნით ფაზაშია და სამუშაოებზე ტენდერი უახლოეს პერიოდში გამოცხადდება.