ცხელი ხაზი 599 647050

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი გუბა საჯაია სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის საცხოვრებელი სახლების მშენებლობებს გაეცნო

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი გუბა საჯაია მერის მოადგილეებთან და სოციალურ საკითხთა კომისიის წევრებთან ერთად სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის საცხოვრებელი სახლების მშენებლობებს გაეცნო.
მუნიციპალიტეტში სოციალურად დაუცველთათვის ერთდროულად სამი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა მიმდინარეობს, რომელიც ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხებით ხორციელდება.
ამავდროულად, მუნიციპალიტეტის მერმა საჩინოს ადმინისტრაციულ ერთეულში საექიმო ამბულატორიის მშენებლობის სამუშაოები დაათვალიერა,რომელიც დასრულების ეტაპზეა.
პროექტის ფარგლებში თანამედროვე სტანდარტებზე გათვლილი ერთსართულიანი შენობა აშენდა, მიმდინარეობს შიდა ინტერიერისა და ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოები.
პროექტი საჩინოსა და მიმდებარე სოფლებში პირველადი ჯანდაცვის ხელმისაწვდომობას კიდევ უფრო გაზრდის.
ამბულატორიების მშენებლობის პროგრამას, საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ა(ა)იპ ,,საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგი” ახორციელებს.
ნოემბერი 2026
ოსოხპშკ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

მსგავსი ჩანაწერები

წალენჯიხაში იუსტიციის სახლი შენდება

წალენჯიხაში იუსტიციის სახლი შენდება სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, ქალაქ წალენჯიხაში, იუსტიციის სახლის ახალი ფილიალის სამშენებლო სამუშაოებს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ლანა მორგოშია

გაგრძელება

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის განახლების პროცესი გრძელდება

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის განახლების პროცესი გრძელდება. ამჯერად ტექნიკა ხობელიას ქუჩაზე მუშაობს, სადაც პირველ და მეორე მონაკვეთებზე ასფალტის საფარის დაგება

გაგრძელება

წალენჯიხის მერმა პატარა ჩემპიონებს წარმატება მიულოცა

​წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა, გუბა საჯაიამ, მერის მოადგილეებთან,საკრებულოს წევრებთან და სასპორტო ცენტრის ხელმძღვანელთან ერთად პატარა სპორტსმენებს მნიშვნელოვანი მიღწევები მიულოცა სიმბოლური საჩუქრები

გაგრძელება