წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი გუბა საჯაია მერის მოადგილეებთან და სოციალურ საკითხთა კომისიის წევრებთან ერთად სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის საცხოვრებელი სახლების მშენებლობებს გაეცნო.
მუნიციპალიტეტში სოციალურად დაუცველთათვის ერთდროულად სამი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა მიმდინარეობს, რომელიც ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხებით ხორციელდება.
ამავდროულად, მუნიციპალიტეტის მერმა საჩინოს ადმინისტრაციულ ერთეულში საექიმო ამბულატორიის მშენებლობის სამუშაოები დაათვალიერა,რომელიც დასრულების ეტაპზეა.
პროექტის ფარგლებში თანამედროვე სტანდარტებზე გათვლილი ერთსართულიანი შენობა აშენდა, მიმდინარეობს შიდა ინტერიერისა და ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოები.
პროექტი საჩინოსა და მიმდებარე სოფლებში პირველადი ჯანდაცვის ხელმისაწვდომობას კიდევ უფრო გაზრდის.
ამბულატორიების მშენებლობის პროგრამას, საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ა(ა)იპ ,,საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგი” ახორციელებს.