წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჩინოს ადმინისტრაციული ერთეულის მინი სტადიონზე ქვიშის ფრენბურთის ღია პირველობა ჩატარდა.
სპორტულმა ღონისძიებამ დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა ქალაქისა და მუნიციპალიტეტის საუკეთესო გუნდებს უმასპინძლა.
ტურნირი დაძაბულ და საინტერესო ორთაბრძოლებში მიმდინარეობდა, სადაც მონაწილეობდა 8 გუნდი, პირველი ადგილი მოიპოვა ქობულეთის გუნდმა, ხოლო მეორე ადგილი ქალაქ ჯვარის გოგონათა გუნდმა “ალტაირმა”მოიპოვა.
ღონისძიების მთავარ მიზანს ახალგაზრდებში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, ასევე მასობრივი სპორტის განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენს.
სპორტულ ტურნირს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი გუბა საჯაია, მერის პირველი მოადგილე ბესიკ ფარცვანია, სასპორტო ცენტრის უფროსი ლუსო კვარაცხელია, საკრებულოს წევრები და ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ტურნირის ორგანიზატორია წალენჯიხის სასპორტო ცენტრი, ხოლო ღონისძიება წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით განხორციელდა.
მსგავსი ტიპის სპორტული აქტივობები მუნიციპალიტეტში მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.