წალენჯიხაში „მოყვარულთა ლიგის“ ჩემპიონატი დასრულდა და გამარჯვება „ჯვარის“ გუნდმა მოიპოვა.
საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციის ინიციატივითა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ორგანიზებულ ტურნირში ჩემპიონობისთვის 10 ადგილობრივი გუნდი იბრძოდა: ჯვარი, ფახულანი, ობუჯი, მუჟავა, ნაკიფუ, ჯგალი, ლია, საჩინო, ჭალე და მედანი.
საინტერესო საასპარეზო დღეების შემდეგ, 5 აგვისტოს გამართულ ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს ლიისა და ჯვარის გუნდები დაუპირისპირდნენ. უპირატესობა ქალაქ ჯვარის ნაკრებმა მოიპოვა და საჩემპიონო ტიტულს დაეუფლა.
საპრიზო ადგილები ასე განაწილდა:
I ადგილი: ჯვარი
II ადგილი: ლია
III ადგილი: ჭალე
ფინალური მატჩის დასრულების შემდეგ ფინალისტები თასებითა და მედლებით წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა, გუბა საჯაიამ, მერის პირველ მოადგილე ბესიკ ფარცვანიასთან, საკრებულოს თავმჯდომარე ცოტნე შონიასთან, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე დარეჯან დადიანთან და საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციის გენერალურ მდივან გიორგი მაჭარაშვილთან ერთად დააჯილდოვა.