ცხელი ხაზი 599 647050

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ობუჯის, ზღვაიასა და ლიას დასახლებებში ახალი საბავშვო ბაღები გაიხსნა

დღეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ობუჯის, ზღვაიასა და ლიას დასახლებებში ახალი საბავშვო ბაღები გაიხსნა.
​ახალი საბავშვო ბაღები მუნიციპალიტეტის მერმა, დელეგატ ილია ინჯიასთან, სკოლამდელი სააღმზრდელო-საგანმანათლებლო მართვის ცენტრის ხელმძღვანელ ნატო კვარაცხელიასთან ერთად გახსნა.
მუნიციპალიტეტის მერმა ადგილობრივ მოსახლეობას, პედაგოგებსა და აღსაზრდელებს ეს მნიშვნელოვანი სიახლე მიულოცა და ნაყოფიერი, წარმატებული სასწავლო-სააღმზრდელო წელი უსურვა.
​
​საბავშვო ბაღების მშენებლობა საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით განხორციელდა.
​ სამივე ბაღის შიდა და გარე ტერიტორია უახლესი სტანდარტების შესაბამისად მოეწყო.
შენობები უზრუნველყოფილია ახალი, ეკოლოგიურად სუფთა ავეჯითა და მრავალფეროვანი საგანმანათლებლო ინვენტარით.
განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ლიას საბავშვო ბაღში დამონტაჟებულია სპეციალურად ადაპტირებული ლიფტი, რაც უზრუნველყოფს თანაბარ და მისაწვდომ გარემოს ყველა აღსაზრდელისთვის.
ბაღებში დანერგილია პატარების ჯანსაღი განვითარებისთვის საჭირო, მაღალკალორიული და დაბალანსებული კვების რაციონი.
​ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ბესიკ ფარცვანია, მერის მოადგილე გიორგი კვარაცხელია, საკრებულოს თავმჯდომარე ცოტნე შონია, საკრებულოს წევრები და ადგილობრივი საზოგადოების წარმომადგენლები.
სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება, ბავშვებისთვის უსაფრთხო, განმავითარებელი გარემოს შექმნა და ინფრასტრუქტურის ევროპული სტანდარტებით განახლება მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ, უცვლელ პრიორიტეტად რჩება.
ოქტომბერი 2026
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

მსგავსი ჩანაწერები

წალენჯიხაში ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვეს

წალენჯიხაში ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვეს. ​ნიკოლოზ შენგელაიას სახელობის წალენჯიხის კულტურის სახლში საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ და მუნიციპალიტეტის

გაგრძელება

ჩქვალერის ადმინისტრაციული ერთეულის ლეშამუგეს უბანში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია დაიწყო

ჩქვალერის ადმინისტრაციული ერთეულის ლეშამუგეს უბანში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია დაიწყო. აღნიშნული მონაკვეთზე გრუნტოვანი საფარი იყო, რაც ადგილობრივ მოსახლეობას გადაადგილებისას პრობლემებს

გაგრძელება

ნაგურუს უბანში საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება იწყება

საჩინოს ადმინისტრაციული ერთეულის ნაგურუს უბანში საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება იწყება. პროექტის ფარგლებში, არსებულ გრუნტოვან გზაზე ბეტონის საფარი დაიგება და სანიაღვრე

გაგრძელება