წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა, გუბა საჯაიამ, მერის მოადგილეებთან,საკრებულოს წევრებთან და სასპორტო ცენტრის ხელმძღვანელთან ერთად პატარა სპორტსმენებს მნიშვნელოვანი მიღწევები მიულოცა სიმბოლური საჩუქრები გადასცა და მომავალ ასპარეზობებზე წარმატებები უსურვა.
მარიამ შანავა- საქართველოს ჩემპიონი გახდა 6 წლამდე გოგონებს შორის.
ილია კვარაცხელიამ კი საქართველოს ვიცე-ჩემპიონის ტიტული მოიპოვა 6 წლამდე ჭაბუკებს შორის.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის გადაწყვეტილებით,მუნიციპალიტეტის მასშტაბით ახალგაზრდა ტალანტების მხარდაჭერა გრძელდება და ქვეყნის ჩემპიონს-მარიამ შანავას მერიისგან ფულადი ჯილდოც გადაეცემა.
ადგილობრივი თვითმმართველობა მომავალშიც გეგმავს წარმატებული სპორტსმენების ხელშეწყობას, რათა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა სპორტში საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმის გამოვლენა შეძლონ.