ცხელი ხაზი 599 647050

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის განახლების პროცესი გრძელდება

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის განახლების პროცესი გრძელდება.
ამჯერად ტექნიკა ხობელიას ქუჩაზე მუშაობს, სადაც პირველ და მეორე მონაკვეთებზე ასფალტის საფარის დაგება ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
​მიმდინარე პროცესს ადგილზე წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი გუბა საჯაია პირველ მოადგილესთან, ბესიკ ფარცვანიასთან ერთად გაეცნო.
მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა შემსრულებელი კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად სამუშაოების მიმდინარეობა, ვადები და შესრულების ხარისხი განიხილეს.
სამუშაოები საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის,გუბა საჯაიას განცხადებით, მუნიციპალიტეტის მასშტაბით გზების მოწესრიგება კვლავაც ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება.
 
ნოემბერი 2026
ოსოხპშკ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

მსგავსი ჩანაწერები

წალენჯიხის მერმა პატარა ჩემპიონებს წარმატება მიულოცა

​წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა, გუბა საჯაიამ, მერის მოადგილეებთან,საკრებულოს წევრებთან და სასპორტო ცენტრის ხელმძღვანელთან ერთად პატარა სპორტსმენებს მნიშვნელოვანი მიღწევები მიულოცა სიმბოლური საჩუქრები

გაგრძელება