ცხელი ხაზი 599 647050

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე წალენჯიხის მუნიციპალიტეტში მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღინიშნა

1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა სახის ღონისძიებები გაიმართა, რომელშიც აქტიურად მონაწილეობდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები- წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ცოტნე შონია, მუნიციპალიტეტის მერი გუბა საჯაია, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს თავმჯდომარე დარეჯან დადიანი საბჭოს წევრებთან ერთად, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ბაკურ სონგულია, მერის მოადგილე ბესიკ ფარცვანია, საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე მაია მიქავა, წალენჯიხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ლირა ღურწკაია და სხვა ხელმძღვანელი პირები.

დღის განმავლობაში მათ პატარებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცეს და არაერთი სასიამოვნო აქტივობით ეს დღე განსაკუთრებულად დასამახსოვრებელი გახადეს.

ღონისძიებები დილით წალენჯიხის აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვთა აბილიტაცია-რეაბილიტაციის ცენტრში სტუმრობით დაიწყო, სადაც პატარებს საჩუქრები და სიურპრიზები გადასცეს, მათთან ერთად დრო გაატარეს და სადღესასწაულო განწყობა გაუზიარეს.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ასევე აქტიურად ჩაერთნენ წალენჯიხის მეორე საჯარო სკოლის მიერ ორგანიზებულ საქველმოქმედო აქციაში – „სიკეთე გადამდებია“, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეებმა საკუთარი ხელით შექმნილი ნივთებისა და პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა მოაწყვეს.

სადღესასწაულო ღონისძიებები გაგრძელდა ქალაქ წალენჯიხის ტერენტი გრანელის სახელობის პარკში, სადაც სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების აღსაზრდელებმა მრავალფეროვანი პროგრამა წარმოადგინეს. ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების ყველა ბავშვს საჩუქრები გადაეცა, რამაც პატარებს განსაკუთრებული სიხარული მიანიჭა.
დღის დასასრულს სტუმრებმა მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ხატვის წრის მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა დაათვალიერეს.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ მიულოცეს ბავშვებს ეს მნიშვნელოვანი დღე, უსურვეს მშვიდობიან, ბედნიერ და წარმატებულ საქართველოში ცხოვრება და აღნიშნეს, რომ მომავალი თაობის კეთილდღეობაზე ზრუნვა სახელმწიფოსა და საზოგადოების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

ბავშვების ჯანმრთელობაზე, განათლებასა და კეთილდღეობაზე ზრუნვა ჩვენი საზოგადოების უმნიშვნელოვანესი პასუხისმგებლობაა, რადგან სწორედ ისინი არიან საქართველოს მომავალი.

სექტემბერი 2026
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

მსგავსი ჩანაწერები

წალენჯიხაში „სტუდენტური დღეები 2026“ შემაჯამებელი ღონისძიებებითა და ფოიერვერკით დასრულდა

წალენჯიხაში „სტუდენტური დღეები 2026“ შემაჯამებელი ღონისძიებებითა და ფოიერვერკით დასრულდა. პროექტი წალენჯიხის ა(ა)იპ სახელოვნებო-საგანმანათლებლო, კულტურის, სასპორტო და ფეხბურთის ცენტრების ორგანიზებითა და

გაგრძელება

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჩინოს ადმინისტრაციულ ერთეულში ახალი ამბულატორია გაიხსნა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჩინოს ადმინისტრაციულ ერთეულში ახალი ამბულატორია გაიხსნა. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენებული სამედიცინო დაწესებულება ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ დაათვალიერა. მინისტრმა

გაგრძელება

ხელისუფლების წარმომადგენლები, წალენჯიხაში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნენ

წალენჯიხაში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა, აბაშის, მარტვილის, ჩხოროწყუსა და წალენჯიხის დელეგატ ილია ინჯიასთან, წალენჯიხის მერ

გაგრძელება