ცხელი ხაზი 599 647050

წალენჯიხელი მოჭადრაკის მორიგი ტრიუმფი- 8 წლამდე ჭაბუკთა შორის საქართველოს ჩემპიონი ანდრია სარია გახდა!

წალენჯიხელი მოჭადრაკის მორიგი ტრიუმფი- 8 წლამდე ჭაბუკთა შორის საქართველოს ჩემპიონი ანდრია სარია გახდა!
​წალენჯიხის საჭადრაკო სკოლის აღზრდილმა, ანდრია სარიამ, ქალაქ ქუთაისში გამართულ ჩემპიონატში, ბრწყინვალე გამარჯვებას მიაღწია. მან სწრაფ და ელვისებურ ჭადრაკში დამაჯერებლად იასპარეზა, საქართველოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა და 8 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში ქვეყნის საუკეთესო მოჭადრაკედ დასახელდა.
მუნიციპალიტეტის მერმა გუბა საჯაიამ, მოადგილეებთან და სასპორტო ცენტრის ხელმძღვანელთან ერთად, ანდრიას ეს მნიშვნელოვანი გამარჯვება პირადად მიულოცა, სამახსოვრო საჩუქრები გადასცა და შემდგომ ასპარეზობებში წარმატებები უსურვა.
აღსანიშნავია, რომ ნიჭიერი მოჭადრაკის სტიმულირებისა და მხარდაჭერის მიზნით, მერიისგან მას ფულადი ჯილდოც გადაეცემა.
​საქართველოს ჩემპიონი ანდრია სარია უკვე ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება, სადაც ქვეყნისა და წალენჯიხის ღირსებას საერთაშორისო ასპარეზზე დაიცავს.
ოქტომბერი 2026
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

მსგავსი ჩანაწერები

საჩინოს ადმინისტრაციულ ერთეულში უფასო სკრინინგ -აქცია ჩატარდა.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჩინოს ადმინისტრაციულ ერთეულში უფასო სკრინინგ -აქცია ჩატარდა. კვლევები მოიცავდა: B და C ჰეპატიტების,აივ ინფექცია/შიდსის სკრინინგის კვლევები 18 წლისა

გაგრძელება

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ობუჯის, ზღვაიასა და ლიას დასახლებებში ახალი საბავშვო ბაღები გაიხსნა

დღეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ობუჯის, ზღვაიასა და ლიას დასახლებებში ახალი საბავშვო ბაღები გაიხსნა. ​ახალი საბავშვო ბაღები მუნიციპალიტეტის მერმა, დელეგატ ილია ინჯიასთან,

გაგრძელება

წალენჯიხაში ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვეს

წალენჯიხაში ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვეს. ​ნიკოლოზ შენგელაიას სახელობის წალენჯიხის კულტურის სახლში საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ და მუნიციპალიტეტის

გაგრძელება