ცხელი ხაზი 599 647050

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოცხადებულ სტუდენტური დასაქმების პროგრამა იწყება

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოცხადებულ სტუდენტური დასაქმების პროგრამა იწყება.
მუნიციპალიტეტის მერი გუბა საჯაია, საკრებულოს თავმჯდომარე ცოტნე შონიასთან და მერის მოადგილე გიორგი კვარაცხელიასთან ერთად სტუდენტური დასაქმების პროგრამის ფარგლებში ჩართულ სტუდენტების ნაწილს შეხვდა და პროგრამის დეტალები გააცნო.
წალენჯიხაში მცხოვრები სტუდენტები, 28 ივლისიდან სხვადასხვა ა(ა)იპ-სა და მერიის სტრუქტურებში დაიწყებენ მუშაობას. სტუდენტები, სასწავლო პროცესის დაწყებამდე 45 დღის განმავლობაში დასაქმდებიან და შესაბამის ანაზღაურებას მიიღებენ.
სტუდენტური დასაქმების პროგრამა ადგილობრივ ახალგაზრდებს აძლევს შესაძლებლობას, მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება საჯარო სექტორში და უშუალოდ გაეცნონ ადგილობრივი თვითმმართველობის მუშაობას.
,,ახალგაზრდების ჩართულობა მუნიციპალურ პროცესებში ჩემთვის პრიორიტეტულია. ეს პროგრამა არა მხოლოდ დასაქმების შესაძლებლობაა, არამედ პლატფორმაა, სადაც სტუდენტებს შეუძლიათ საკუთარი ინიციატივები რეალურ საქმედ აქციონ. ჩვენ მომავალშიც ვგეგმავთ სხვადასხვა საგანმანათლებლო და პროფესიული პროგრამების მხარდაჭერას, რათა ხელი შევუწყოთ ადგილობრივი, ნიჭიერი ახალგაზრდების რეალიზებასა და რეგიონში მათ დასაქმებას”-აღნიშნა გუბა საჯაიამ.
დასაქმების პროგრამაში პრიორიტეტი მიენიჭათ აკრედიტირებულ უმაღლეს სასწალებლებში ჩარიცხულ, მაღალი აკადემიური მოსწრების -სოციალურად დაუცველ, მრავალშვილიან, დედ-მამით ობოლ, ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილ სტუდენტებს.
ნოემბერი 2026
ოსოხპშკ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

მსგავსი ჩანაწერები

სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების მართვისა და ადმინისტრირების კომისიის მორიგი სხდომა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის გიორგი კვარაცხელიას თავმჯდომარეობით სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების მართვისა და ადმინისტრირების კომისიის სხდომა გაიმართა. კომისიამ მოქალაქეების მიერ

გაგრძელება

წალენჯიხელი პირველკლასელები „ჩემი პირველი ნერგის“ აქციას შეუერთდნენ

წალენჯიხელი პირველკლასელები „ჩემი პირველი ნერგის“ აქციას შეუერთდნენ, რომლის ფარგლებშიც 238-მა პირველკლასელმა პირველი ნერგი დარგო. პატარებთან ერთად ნერგების დარგვის პროცესში მონაწილეობა

გაგრძელება

წალენჯიხობა-გრანელობა საპატიო წალენჯიხელის დაჯილდოვების საზეიმო ცერემონიალით გაგრძელდა

წალენჯიხობა-გრანელობა საპატიო წალენჯიხელის დაჯილდოვების საზეიმო ცერემონიალით გაგრძელდა. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა გუბა საჯაიამ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ, მარტვილის, აბაშის, წალენჯიხისა

გაგრძელება