წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა გუბა საჯაიამ 9 აპრილს დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგო.
9 აპრილის სკვერში მერი მოადგილეებთან, პარლამენტის წევრთან – მარტვილის, აბაშის, წალენჯიხისა და ჩხოროწყუს დელეგატ ილია ინჯიასთან, საკრებულოს წევრებთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა, სადაც, თარიღთან დაკავშირებით, ქართული საგალობლები ანსამბლებმა „ბედინერამ“ და „ლაკადამ“ შეასრულეს.
დღესვე, წალენჯიხის ნიკოლოზ შენგელაიას სახელობის კინოთეატრში,კულტურის ცენტრისა და სახელოვნებო-საგანმანათლებლო ცენტრის ორგანიზებით, 9 აპრილისადმი მიძღვნილი გამოფენა მოეწყო.
ფახულანის ადმინისტრაციულ ერთეულში უფასო სკრინინგ -აქცია ჩატარდა
დღეს, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ფახულანის ადმინისტრაციულ ერთეულში უფასო სკრინინგ -აქცია ჩატარდა. კვლევები მოიცავდა: B და C ჰეპატიტების,აივ ინფექცია/შიდსის სკრინინგის კვლევები 18