ცხელი ხაზი 599 647050

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა გუბა საჯაიამ ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან მორიგი შეხვედრა გამართა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა გუბა საჯაიამ,მერის პირველ მოადგილე ბესიკ ფარცვანიასთან და მერის მოადგილე გიორგი კვარაცხელიასთან ერთად, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან მორიგი შეხვედრა გამართა.
​შეხვედრაზე დეტალურად მოისმინეს და განიხილეს „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მიმდინარე და დასრულებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები, ასევე მუნიციპალიტეტში დაგეგმილი სხვა პრიორიტეტული პროექტები.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებზე მორგებული პროექტების დროულ და ხარისხიან განხორციელებას. მერის წარმომადგენლებმა წარმოადგინეს ინფორმაცია თითოეულ სოფელში არსებული ვითარებისა და სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ.
მერმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა სამუშაოების შესრულების ხარისხსა და დადგენილ ვადებზე. მან წარმომადგენლებს დაავალა, მაქსიმალური მონიტორინგი გაუწიონ თითოეულ ობიექტს, რათა ყველა პროექტი სტანდარტების სრული დაცვითა და დროულად ჩაბარდეს.
ოქტომბერი 2026
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

მსგავსი ჩანაწერები

საჩინოს ადმინისტრაციულ ერთეულში უფასო სკრინინგ -აქცია ჩატარდა.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჩინოს ადმინისტრაციულ ერთეულში უფასო სკრინინგ -აქცია ჩატარდა. კვლევები მოიცავდა: B და C ჰეპატიტების,აივ ინფექცია/შიდსის სკრინინგის კვლევები 18 წლისა

გაგრძელება

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ობუჯის, ზღვაიასა და ლიას დასახლებებში ახალი საბავშვო ბაღები გაიხსნა

დღეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ობუჯის, ზღვაიასა და ლიას დასახლებებში ახალი საბავშვო ბაღები გაიხსნა. ​ახალი საბავშვო ბაღები მუნიციპალიტეტის მერმა, დელეგატ ილია ინჯიასთან,

გაგრძელება

წალენჯიხაში ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვეს

წალენჯიხაში ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვეს. ​ნიკოლოზ შენგელაიას სახელობის წალენჯიხის კულტურის სახლში საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ და მუნიციპალიტეტის

გაგრძელება