ცხელი ხაზი 599 647050

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ყველა საბავშვო ბაღში ახალი, 2026-2027 სასწავლო-სააღმზრდელო წელი ოფიციალურად დაიწყო

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ყველა საბავშვო ბაღში ახალი, 2026-2027 სასწავლო-სააღმზრდელო წელი ოფიციალურად დაიწყო.
წელს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები 700-მდე აღსაზრდელს უმასპინძლებს.
​სასწავლო პროცესის განახლება მუნიციპალიტეტის მერმა გუბა საჯაიამ, მერის მოადგილესთან გიორგი კვარაცხელიასთან, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესთან დარეჯან დადიანთან და ა(ა)იპ „სკოლამდელი,სააღმზრდელო-საგანმანათლებლო დაწესებულებათა მართვის ცენტრის“ ხელმძღვანელთან ნატო კვარაცხელიასთან ერთად მიულოცა.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები საბავშვო ბაღებში არსებულ გარემოსა და მზადყოფნას გაეცნენ.
აღსანიშნავია, რომ ბაღებში პატარების აღსაზრდელად ყველა საჭირო პირობაა შექმნილი, უზრუნველყოფილია სტანდარტების შესაბამისი, მაღალკალორიული და ბალანსირებული კვება.
​ხელისუფლების წარმომადგენლებმა აღსაზრდელებს, მშობლებსა და პედაგოგებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს და წარმატებული, ნაყოფიერი წელი უსურვეს.
ოქტომბერი 2026
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

მსგავსი ჩანაწერები

საჩინოს ადმინისტრაციულ ერთეულში უფასო სკრინინგ -აქცია ჩატარდა.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჩინოს ადმინისტრაციულ ერთეულში უფასო სკრინინგ -აქცია ჩატარდა. კვლევები მოიცავდა: B და C ჰეპატიტების,აივ ინფექცია/შიდსის სკრინინგის კვლევები 18 წლისა

გაგრძელება

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ობუჯის, ზღვაიასა და ლიას დასახლებებში ახალი საბავშვო ბაღები გაიხსნა

დღეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ობუჯის, ზღვაიასა და ლიას დასახლებებში ახალი საბავშვო ბაღები გაიხსნა. ​ახალი საბავშვო ბაღები მუნიციპალიტეტის მერმა, დელეგატ ილია ინჯიასთან,

გაგრძელება

წალენჯიხაში ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვეს

წალენჯიხაში ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვეს. ​ნიკოლოზ შენგელაიას სახელობის წალენჯიხის კულტურის სახლში საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ და მუნიციპალიტეტის

გაგრძელება