ცხელი ხაზი 599 647050

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ერთდროულად 4 ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია დაიწყო

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ერთდროულად 4 ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია დაიწყო. სამუშაოები ქალაქ წალენჯიხაში თემურ ფიფიას, ეგნატე ფიფიას და ნაპო ხობელიას ქუჩებზე, ქალაქ ჯვარში კი აკაკი ჭანტურიას(გაფრინდაშვილი) ქუჩაზე მიმდინარეობს.
მიმდინარე სამუშაოებს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი გუბა საჯაია მერის მოადგილეებთან, ქალაქის მაჟორიტარ დეპუტატთან და მერის წარმომადგენელთან ერთად გაეცნო და კომპანიის წარმომადგენლებს გაესაუბრა.
​აღნიშნულ მონაკვეთებზე გზის საფარი წლების განმავლობაში ამორტიზებული იყო, რაც ადგილობრივ მოსახლეობას გადაადგილებისას შეფერხებებს უქმნიდა.
პროექტის ფარგლებში იგეგმება გზის სრული განახლება და სანიაღვრე არხების მოწყობა.
​ინფრასტრუქტურული სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოყოფილი თანხებით ხორციელდება.
​სარეაბილიტაციო პროექტის დასრულების შემდეგ, წლების განმავლობაში არსებული პრობლემა საბოლოოდ მოგვარდება, რაც ოთხივე ქუჩის მცხოვრებლებსა და სტუმრებს უსაფრთხო, კომფორტული და გამართული საგზაო ინფრასტრუქტურით სარგებლობის შესაძლებლობას მისცემს.
მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული განვითარების პროცესი და სხვადასხვა მიმართულებით დაგეგმილი პროექტების განხორციელება კვლავაც აქტიურად გაგრძელდება.
აგვისტო 2026
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 

მსგავსი ჩანაწერები

წალენჯიხის მუნიციპალიტეტს გამოჩენილი მოღვაწეების ბიუსტები და კულტურულ-ისტორიული ნიმუშები საჩუქრად გადაეცა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტს გამოჩენილი მოღვაწეების ბიუსტები და კულტურულ-ისტორიული ნიმუშები საჩუქრად გადაეცა. ​13 აგვისტოს, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში საჯარო განხილვა გაიმართა,

გაგრძელება

წალენჯიხაში ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე საჯარო ლექციით აღინიშნა

წალენჯიხაში ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე საჯარო ლექციით აღინიშნა. ​დღეს, ახალგაზრდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით, გუგე ცანავას სახელობის პარკში

გაგრძელება