ცხელი ხაზი 599 647050

ქვიშის ფრენბურთის ღია პირველობა საჩინოს ადმინისტრაციულ ერთეულში

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჩინოს ადმინისტრაციული ერთეულის მინი სტადიონზე ქვიშის ფრენბურთის ღია პირველობა ჩატარდა.
სპორტულმა ღონისძიებამ დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა ქალაქისა და მუნიციპალიტეტის საუკეთესო გუნდებს უმასპინძლა.
​ტურნირი დაძაბულ და საინტერესო ორთაბრძოლებში მიმდინარეობდა, სადაც მონაწილეობდა 8 გუნდი, პირველი ადგილი მოიპოვა ქობულეთის გუნდმა, ხოლო მეორე ადგილი ქალაქ ჯვარის გოგონათა გუნდმა “ალტაირმა”მოიპოვა.
ღონისძიების მთავარ მიზანს ახალგაზრდებში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, ასევე მასობრივი სპორტის განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენს.
​სპორტულ ტურნირს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი გუბა საჯაია, მერის პირველი მოადგილე ბესიკ ფარცვანია, სასპორტო ცენტრის უფროსი ლუსო კვარაცხელია, საკრებულოს წევრები და ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
​ტურნირის ორგანიზატორია წალენჯიხის სასპორტო ცენტრი, ხოლო ღონისძიება წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით განხორციელდა.
​მსგავსი ტიპის სპორტული აქტივობები მუნიციპალიტეტში მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.
ნოემბერი 2026
ოსოხპშკ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

მსგავსი ჩანაწერები

სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების მართვისა და ადმინისტრირების კომისიის მორიგი სხდომა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის გიორგი კვარაცხელიას თავმჯდომარეობით სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების მართვისა და ადმინისტრირების კომისიის სხდომა გაიმართა. კომისიამ მოქალაქეების მიერ

გაგრძელება

წალენჯიხელი პირველკლასელები „ჩემი პირველი ნერგის“ აქციას შეუერთდნენ

წალენჯიხელი პირველკლასელები „ჩემი პირველი ნერგის“ აქციას შეუერთდნენ, რომლის ფარგლებშიც 238-მა პირველკლასელმა პირველი ნერგი დარგო. პატარებთან ერთად ნერგების დარგვის პროცესში მონაწილეობა

გაგრძელება

წალენჯიხობა-გრანელობა საპატიო წალენჯიხელის დაჯილდოვების საზეიმო ცერემონიალით გაგრძელდა

წალენჯიხობა-გრანელობა საპატიო წალენჯიხელის დაჯილდოვების საზეიმო ცერემონიალით გაგრძელდა. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა გუბა საჯაიამ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ, მარტვილის, აბაშის, წალენჯიხისა

გაგრძელება