ცხელი ხაზი 599 647050

კონსულტაციები ჭალესა და მუჟავას ადმინისტრაციულ ერთეულებში

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით დასახლებების საერთო კრებები და მოსახლეობასთან კონსულტაციები ჭალესა და მუჟავას ადმინისტრაციულ ერთეულებში გაიმართა.
შეხვედრებს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე – ბესიკ ფარცვანია, საკრებულოს თავმჯდომარე ცოტნე შონია, საკრებულოს წევრები და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
2026 წელს, მუნიციპალიტეტში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 644 000 ლარი დაიხარჯება.
მოსახლეობის მიერ შერჩეულ იქნა შემდეგი სახის პრიორიტეტები:
ფოცხო-ეწერის დასახლებაში – მინი-მოედნის რეაბილიტაცია და საბავშვო ბაღისთვის ტექნიკის შეძენა.
ჭალეში – გარე-განათებების მოწყობა, საფეხმავლო ხიდის განათება, სასმელი წყლის ავზისა და მავთულბადის შეძენა.
ეწერფერდი – სავარჯიშო სკვერის მოწყობა, საბავშვო ბაღისთვის ტექნიკის შეძენა (მაცივარი).
მუჟავაში – მოსაცდელის რეაბილიტაცია, გარე-განათებების მოწყობა, წისქვილის რეაბილიტაცია, შიდა-საუბნო გზების მოხრეშვა-მოშანდაკება.
ოლორი – საბავშვო ბაღის სახურავისა და ერთი ოთახის რეაბილიტაცია, წისქვილის რეაბილიტაცია, გარე-განათებების მოწყობა, სასმელი წყლის მილების შეძენა, სოფლის შემოსასვლელთან არსებული აბრის რეაბილიტაცია.
ნაშამგუ – სასმელი წყლის მაგისტრალის რეაბილიტაცია.
წალენჯიხის სოფლებში საკონსულტაციო შეხვედრები 27 თებერვალს დასრულდება. შერჩეული პროექტები კი დასამტკიცებლად საკრებულოს წარედგინება.
ოქტომბერი 2026
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

მსგავსი ჩანაწერები

საჩინოს ადმინისტრაციულ ერთეულში უფასო სკრინინგ -აქცია ჩატარდა.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჩინოს ადმინისტრაციულ ერთეულში უფასო სკრინინგ -აქცია ჩატარდა. კვლევები მოიცავდა: B და C ჰეპატიტების,აივ ინფექცია/შიდსის სკრინინგის კვლევები 18 წლისა

გაგრძელება

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ობუჯის, ზღვაიასა და ლიას დასახლებებში ახალი საბავშვო ბაღები გაიხსნა

დღეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ობუჯის, ზღვაიასა და ლიას დასახლებებში ახალი საბავშვო ბაღები გაიხსნა. ​ახალი საბავშვო ბაღები მუნიციპალიტეტის მერმა, დელეგატ ილია ინჯიასთან,

გაგრძელება

წალენჯიხაში ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვეს

წალენჯიხაში ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვეს. ​ნიკოლოზ შენგელაიას სახელობის წალენჯიხის კულტურის სახლში საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ და მუნიციპალიტეტის

გაგრძელება